„საქსტატმა“ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონის მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამეგრელო - ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონის მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

„საქსტატის“ ცნობით, შეხვედრა, რომელიც 20-21 მაისს ბათუმში გაიმართა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის - „მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესება და ოფიციალური სტატისტიკის მიმართ ნდობის ამაღლება" ფარგლებში ჩატარდა.

მათივე ინფორმაციით, გასვლით სამუშაო შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ სამეგრელო - ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციისა და ყველა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ფინანსური სამსახურების წარმომადგენლები, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ხელმძღვანელობდა.

„ორდღიანი სამუშაო შეხვედრისას, მონაწილეები გაეცნენ საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, განვითარებულ სერვისებსა და სამომავლო გეგმებს. ასევე, განიხილეს სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიური თავისებურებები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. იმსჯელეს სხვადასხვა სტატისტიკურ ინდიკატორებსა და მონაცემთა საჭიროებებზე, დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტების სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებულ საჭიროებები და იმსჯელეს საქსტატის სამომავლო გეგმებში მათი ასახვის შესაძლებლობებზე.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქსტატმა სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებთან ექვსი სამუშო შეხვედრა გამართა. ამ მიზნით საქსტატმა გურიის რეგიონში გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო