„ყვარლის ტბასთან“ დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას უარყოფენ

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავებულთაგან 4 პირის ადვოკატის, ბადურ გულიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ პირი უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანა, ხოლო მისივე ვარაუდით, დანარჩენ სამ დაკავებულსაც შსს დღის განმავლობაში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანს.

უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი ტურისტებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

„დაკავებული 4 პირიდან, რომლის ინტერესებსაც მე ვიცავ, ერთი პირი უკვე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს და ალბათ, დღის განმავლობაში ამ სამ პირსაც გადაიყვანენ. რადგან ისინი ყვარლის რაიონში დააკავეს, გურჯაანის სასამართლოს განსჯადობის უფლება აქვს და სასამართლო პროცესები იქ უნდა ჩატარდეს. მათ რუსი ტურისტებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. მუხლის მიხედვით კი, წვრილმანი ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობას“, - განაცხადა ბადურ გულიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 4 პირი წარდგენილ ბრალს უარყოფს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები აღნიშნულ ბრალს უარყოფენ, რომ მათ წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინეს და პოლიციას არ დაემორჩილნენ. მათ ოქმებზეც ხელი მოწერილი არ აქვთ, ჩვენ საშუალება არ მოგვეცა, რომ პროცესში დროულად, უშუალოდ ჩავრთულიყავით და ამ დოკუმენტაციის შედგენას დავსწრებოდით, არ ვიცნობთ დოკუმენტაციას, ჩვენ არ გადმოგვცემია. ჩვენი ყველანაირად კონსტიტუციური უფლების განხორციელებისთვის შევიზღუდეთ“, - განაცხადა ბადურ გულიაშვილმა.

ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქცია გუშინ, დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“.

მოგვიანებით, კიდევ ერთი აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა საგარეჯოს პოლიციის შენობასთან გამართეს და სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარია“ ჩართეს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში