2023 წლის 21 მაისის მდგომარეობით, საქართველოში 9998 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული

2023 წლის 21 მაისის მონაცემებით, საქართველოში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9998 აივ ინფიცირებული პირი.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აივ ინფიცირებულთა შორის 7464 – მამაკაცია და 2534 – ქალი, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.

„თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის წარმომადგენლებმა შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე აქცია-პერფორმანსით და პრესკონფერენციით აღნიშნეს.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანა აღნიშნავს.

თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი აღნიშნულ თარიღს ტრადიციულად 1996 წლიდან მაისის ყოველ მესამე კვირა დღეს აღნიშნავს.

წლევანდელი წლის საერთაშორისო დევიზია „გვახსოვდეს და ვიმოქმედოთ!“

მსოფლიოში აივ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აივ ინფექციით სულ 84,2 მლნ ადამიანი დაავადდა და 40,1 მლნ-ზე მეტი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, 2023 წლის 21 მაისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9998 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 7464 – მამაკაცია და 2534 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4885 პაციენტს განუვითარდა, 2122 გარდაიცვალა.

30 აპრილის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 6149 (5484 + 665 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 41 (32 + 9 (აფხაზი ბავშვი)) - ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 32.8 % (3275) - ნარკოტიკების ინფექციური მომხმარებელია; 52.2 % (5222) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.8 % (1281) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (121) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % (42) - სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (57) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3771 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1285; შემდეგ იმერეთში 1212; აჭარაში 1165; აფხაზეთში (554); კახეთში (494); ქვემო ქართლში (599); შიდა ქართლში (392); გურიაში (217); სამცხე-ჯავახეთში (141) და ა.შ.

2023 წლის 21 მაისის მონაცემებით დაფიქსირებულია – 219 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 229 ახალი შემთხვევა.

2023 წელს დარეგისტრირდა - 28 აივ ინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევა (25 მამაკაცია და 2 ქალი). 2022 წელს - 139 2021წ -144, 2020 წ - 157, 2019წ - 116, 2018 წ. - 135, 2017 წ. - 127, 2016 წ. - 168, 2015 წ. - 94, 2014 წ. - 84 პირი. სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 76 - ვაჟი, 53 - გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.

აივ/შიდსზე გამოკვლევა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში.

აივ ტესტირება უფასო და კონფიდენციალურია“, - აღნიშნულია თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შიდსის ცენტრის მედიკოსებმა ტრადიციულად გარდაცვლილი პაციენტების ხსოვნის პატივსაცემად სანთლები აანთეს და ჰაერში ბუშტები გაუშვეს.

„შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად სან-ფრანცისკოში აღინიშნა 1983 წელს ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს შიდსით დაავადებულებს და მათ ახლობლებს.

აღნიშნული თარიღის აღნიშვნის მიზანია, არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ გარდაცვლილთა მოგონებით, არამედ აქტიურად ჩავებათ მოქმედებაში ამ დაავადების პროფილაქტიკის, მკურნალობის და შიდსთან ასოცირებული სხვა პრობლემების გადასაწყვეტად. საქართველოში ჯერ კიდევ არის ეპიდემიის თავიდან აცილების შესაძლებლობა, ოღონდ საჭიროა ამ პრობლემის მიმართ უფრო სერიოზული ყურადღება როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეული ჩვენგანის მხრიდან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში