ადვოკატი - დაკავების ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, ელენე ხოშტარია სასამართლო პროცესზე მონაწილეობის მიღებას არ აპირებს

ელენე არ აპირებს სასამართლო პროცესზე მონაწილეობის მიღებას, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ადვოკატმა თეონა კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, ადმინისტრაციული დაკავების ვადის გასვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გაათავისუფლებს მას, თუ კიდევ 24-საათით გაუხანგრძლივებს დაკავების ვადას.

„ელენემ უარი განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებს გაჰყოლოდა თელავში, სადაც უნდა იყოს წესით სასამართლო პროცესი, რადგან თელავში მოხდა დაკავება. ამ შემთხვევაში ან უნდა მოხდეს 24-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ მისი გათავისუფლება ავჭალის იზოლატორიდან, ან პოლიციამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გააგრძელოს კიდევ 24 საათით ადმინისტრაციული დაკავების ვადა. შესაბამისად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუმცა გაგრძელების შემთხვევაშიც ელენე არ აპირებს სასამართლო პროცესზე მონაწილეობის მიღებას.

რატომ არ ისურვა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრა გათავისუფლების შემდეგ გააკეთებს ამ საკითხზე განმარტებას“, - განაცხადა თეონა კილაძემ.

ადვოკატის მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარიამ სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არ შეესაბამება სიმართლეს და მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა