კახა კალაძე - რა არის ცუდი იმაში, თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები იქნება?!

რა არის ცუდი იმაში, თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები იქნება? - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, ფრენებთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიცია სპეკულაციურია.

„სპეკულაციებია ეს, ჩვეულებრივი ფარისევლები არიან, ჩვენ ხომ გვახსოვს მათი განცხადებები, იგივე ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით, რა არის ცუდი ამაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება?! თუ ადამიანი ერევნის ან სხვა ქვეყნის გავლით ჩვეულებრივ შემოდიოდა საქართველოში, ახლა თუ პირდაპირი ფრენით შემოვა, ცუდი რა არის ამაში? ჩვენ ხომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ ჩამოვიდნენ საქართველოში, ცუდი რა არის ამაში?"-განაცხადა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მთავარია, ქვეყანაში შემოსულ მოქალაქეს „ოკუპაციის შესახებ კანონი“ დარღვეული არ ჰქონდეს.

„შესაბამისად, თუ აღნიშნული კანონი დარღვეული არ არის, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოვიდეს, თუ ძებნაში არ არის", - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო