ელენე ხოშტარია - არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას, ეს არ არის სასამართლო - მე და ჩემი ადვოკატი სისტემასთან არ ვითანამშრომლებთ

არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას! ეს არ არის სასამართლო -არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან, ამის შესახებ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას გზავნილშია ნათქვამი, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ელენე ხოშტარია აღნიშნავს, სასამართლო რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფებაა.

„დღეს დილით მოვიდა ციხის ადმინისტრაცია და მითხრა, რომ უნდა გავყვე პოლიციას, ცხადია, უარი განვაცხადე. ადვოკატს ისევ არაფერი შეატყობინეს, ბოლოს გავიტანე ჩემი. არსად გავყვები. არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან. იზოლატორში ყოფნის არანაირი პრობლემა არ მაქვს. არა რუსულ რეჟიმს!"- აღნიშნულია გზავნილში.

ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქცია გუშინ, დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“.

მოგვიანებით, კიდევ ერთი აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა საგარეჯოს პოლიციის შენობასთან გამართეს და სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარია“ ჩართეს.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა