„ნაციონალური მოძრაობა“ წალენჯიხის და მარნეულის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარის არჩევნებს ატარებს

რაიონული ორგანიზაციის შიდაპარტიული არჩევნები დღეს ტარდება წალენჯიხის და მარნეულის რაიონებში - წალენჯიხის რაიონში არნახული აქტივობა გვაქვს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლანა ღვინჯილიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ბევრი ამომრჩეველია და რიგში უწევთ დგომა.

„დღეს მოგეხსენებათ, ტარდება რაიონული ორგანიზაციის შიდაპარტიული არჩევნები წალენჯიხის და მარნეულის რაიონებში. წალენჯიხის რაიონში არნახული აქტივობა გვაქვს, ყველაზე მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული ამ რაიონში და ეს აქტივობაზეც ეტყობა. ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ბევრი ამომრჩეველია და რიგში უწევთ დგომა. არჩევნების ლოგიკა და მენეჯმენტი ძირითადად ემთხვევა ცესკოს მიერ გამოყენებულ რეგულაციას“, - განაცხადა ლანა ღვინჯილიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი