დავით ჭიჭინაძე საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს „ტრიბუნას“ სახელით გავრცელებულ მუქარაზე რეაგირება მოახდინონ

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მათი მოძრაობის სახელით, 14 მაისს, სოციალური ქსელებით კონკრეტულმა პიროვნებამ საქართველოს თანამოქალაქეების, სომეხი, აზერბაიჯანელი, იეზიდი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ მუქარა განახორციელა.

დავით ჭიჭინაძე ძალოვან სტრუქტურებს მიმართავს საკითხით დაინტერესდნენ.

„პიროვნება, რომელსაც ეძებენ საბერძნეთის, გერმანიის, რუსეთის სამართალდამცავები, რომელიც ეჭვმიტანილია 200-მდე ბინის გაძარცვაში, საქართველოში არა მარტო უპრობლემოდ ცხოვრობს, მან ასევე უპრობლემოდ დაძლია ყველა წინასაარჩევნო ბარიერი და არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თან ეს ყველაფერი ოფიციალურად გაფორმებული იარაღით, რომელიც მუდმივად თან დააქვს. საინტერესოა ვინ დგას ამ პიროვნების უკან, რომელი ძალა?! ვის აწყობს, რომ საქართველოში, ქვეყანაში, სადაც მრავალი ერის მრავალათასწლოვანი თანაცხოვრება ყველაზე დიდი მონაპოვარია, სომეხი, აზერბაიჯანელი, იეზიდი და სხვა ერების წარმომადგენლებს ჯერ ზღვარსგადასული შეურაცხყოფა მიაყენონ და მერე საჯაროდ დაემუქრონ განადგურებით?!

რიგითი ვიგინდარას ბოდვად ჩაითვლებოდა ეს ყველაფერი, სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიებს, „იმედს“ და „პოსტ ტვ-ს“ უდიდესი წვლილი რომ არ მიუძღოდეთ ამ ყველაფერში. თავიანთი ცალმხრივი, პროპაგანდისტული ეთერებით პირდაპირ შეუწყვეს ხელი ქართველი და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნებების ადამიანებს შორის შუღლის გაღვივებას, თან განსაკუთრებით, რატომღაც სომეხი ეროვნების ადამიანების ლანძღვას?!

„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კი, რომელსაც გვინდა შევახსენოთ, რომ ისინი პირდაპირ ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამ დაფინანსებაში უდიდესია სწორედ ამ სომეხი, აზერბაიჯანელი, იეზიდი და დანარჩენი ჩვენი თანამოქალაქეების წვლილი, მათაც არა მარტო იგივე პოლიტიკა გაატარეს, არც კი დაინტერესდნენ ალტერნატიული აზრით და ჩვენი თანამოქალაქეების სამართლიანი აღშფოთება არააქტუალურად ჩათვალეს.

მივმართავთ ძალოვან სტრუქტურებს, დაინტერესდნენ იმ მუქარით, რომელიც 14 მაისს, სოციალური ქსელებით კონკრეტულმა პიროვნებამ ჩვენი თანამოქალაქეების, სომეხი, აზერბაიჯანელი, იეზიდი ეროვნების ადამიანების წინააღმდეგ განახორციელა და თან მოძრაობა „ტრიბუნას“ სახელით. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება არ უნდა განიხილებოდეს როგორც წვრილმანი ხულიგნობა, რადგან ეს არის ადამიანებს, ერებს, სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის მცდელობა“,-აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც “ტრიბუნა“ ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს