ანონსი  22 მაისი

22 მაისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „თამბაქოს კონტროლის ცენტრის" დირექტორის, გიორგი მაღრაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: 5 წელი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესვლიდან - რეგულაციის შედეგები, რა შეიცვალა თამბაქოს მოხმარების კუთხით. როგორია მდგომარეობა კანონის აღსრულების მხრივ - რა სახის დარღვევები ფიქსირდება ყველაზე ხშირად. იცავენ, თუ არა მოწევის წესს დახურულ სივრცეებში - მონიტორინგის უახლესი შედეგები.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

22 მაისს, 11:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება კვლევის პრეზენტაცია - „ქალი კოორდინატორების გამოწვევები არჩევნებში“. კვლევას წარადგენენ საფარისა და ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორები - ბაია პატარაია, ნინო დოლიძე და მკვლევარი გიორგი ურჩუხიშვილი.

მის.: შოთა რუსთაველის გამზ.#13

საკონტაქტო: თამთა კახაბერიძე +995 598 856 333

22 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, სხდომათა დარბაზთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, ფრაქციის წევრები ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: 2022 წლის 20 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მიერ ინიცირებული "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონებში ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

საკ: ანუკა გაბელია - 551 633 644

22 მაისს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

ადგილი: ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

22 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

22 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა. ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

22 მაისს, 15:00 საათზე, წალენჯიხაში იუვენტუსის აკადემიის გახსნის ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან საფეხბურთო კლუბ ტურინის იუვენტუსის წარმომადგენლები და მაღალი რანგის სხვა სტუმრები.

ადგილზე გაიმართება საზეიმო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აკადემიაში ჩარიცხული ახალგაზრდა ფეხბურთელები.

ხელი მოეწერება შეთანხმებას კლუბსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს შორის.

ღონისძიებას დაესწრებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

22 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაიმართება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი მუმლაძის, სისხლის სამართლის პროცესი.

თემა: 14 აპრილის დაკავების ეპიზოდი.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი #64 (თბილისის საქალაქო სასამართლო)

22 მაისს 17:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში (კახეთის გზატკეცილი), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და კომისიის წევრებთან ერთად, ბრიფინგს გამართავს.

თემა: „შიდაპარტიული არჩევნების შეჯამება“. მის: ენმ-ის ცენტრალური ოფისი, კახეთის გზატკეცილი #45

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს