თსუ-ს სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიები შეიქმნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიები შეიქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ-ის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც თსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბიბლიოთეკის წარმომადგენლები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებისთვის, შესაბამისი აპარატურის საშუალებით, შექმნიან აუდიო სახელმძღვანელოებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება თსუ-ის ყველა სტუდენტისთვის. გახმოვანების პროცესში ჩაერთვებიან მოხალისე სტუდენტები, რომლებიც შესაბამის ჰონორარს მიიღებენ.

თსუ-ის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, გარდა აუდიო სახელმძღვანელოებისა, სმენადაქვეითებული სტუდენტებისთვის იგეგმება ჟესტური ენის გამოყენებით სახელმძღვანელოების ვიდეოჩანაწერების გაკეთება.

„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების ინტეგრაციას საუნივერსიტეტო სივრცეში“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესებისა და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელის წევრი. 2019 წლიდან თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის კოორდინაციით ხორციელდება პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“. თსუ-ის ბიბლიოთეკაში გახსნილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო) სტუდენტებისთვის განკუთვნილი სამკითხველო კუთხე, რომელიც აღჭურვილია სპეციალური კომპიუტერებით, პრინტერებით, დისკებითა და ბრაილის შრიფტიანი ლიტერატურით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო