გლდანში ხე მანქანას დაეცა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული პირი მსუბუქი დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.