კახა გოგოლაშვილი - „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს - ხშირია გადაწყვეტილებები, რომელიც რუსეთის ზეწოლის შედეგადაა მიღებული

„რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებებს ხშირად ზეწოლის შედეგად იღებს.

მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ასეთი პოზიცია ხელისშემშლელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„ფატია, რომ „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ხშირია გადაწყვეტილებები, რომელიც რუსეთის ზეწოლის შედეგად არის მიღებული. ეს თავიდან დაიწყო პატარ-პატარა რაღაცებით და ახლა ხშირად ხდება. მაგალითად, ლავროვის აპარატიდან დაურეკეს ვიღაცას და უთხრეს, ჩამოდის ვიღაც და მიხედეთ, რომ უსაფრთხოება დაცული იყოსო“,-განაცხადა გოგოლაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება რუსეთის დღის წესრიგით მოქმედებს.

„როდესაც საქმე ეხება საკუთარ ინტერესებს და შენს პრესტიჟს, შენს ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან, შენს ევროატლანტიკურ მომავალს, აქ ის ვერ უნდა შემოვიდეს საკუთარი დღის წესრიგით. ჩვენ მათ უკვე ვუშვებთ რუსული დღის წესრიგით. ეს არის ყველაზე უფრო დამთრგუნველი და ყველაზე მეტად სარისკო“,-განაცხადა გოგოლაშვილმა.

მან არ გამორიცხა, რომ რუსეთთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გასაპროტესტებლად, კიდევ უფრო მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართოს.

“ჩვენ ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდი მიტინგი იყო, ხვალ შეიძლება უფრო დიდი მიტინგი იყოს, თუ ამისთვის ხალხს სპეციალურად დაუძახებენ, რომ დაამტკიცონ რამდენი ადამიანია იმის წინააღმდეგი, ასეთი ვიზიტები არ ხორციელდებოდეს საქართველოში, სანამ რუსეთი ომს ახორციელებს უკრაინაში და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს“,-განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეების მიმართ შემზღუდავ ზომებს არ აწესებს, რაც მათ აქ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევთ.

"როდესაც ასიათასობით მოქალაქეები ჩამოდიან, ერთი წელი რჩებიან აქ, თან მუშაობის უფლების გარეშე მუშაობენ, ეი. ადგილობრივ მოქალაქეს ართმევენ სამუშაო ადგილს და ასევე, ადგილობრივ ბიზნესებში შედიან კონკურენციაში. ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა არის“,-განაცხადა გოგოლაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სერგეი ლავროვთან დაკავშირებული ნებისმიერი ადამიანი სასურველი არ არის და ამას მხოლოდ პერსონალური დატვირთვა არ აქვს.

„შეიძლება ამან პოლიტიკური დატვირთვაც მიიღოს, რადგან ამას შემდგომ კომენტირებას უკეთებენ პრესაში, ტელევიზიაში რუსეთში, რომ აი, ლავროვის ოჯახის წევრები თავისუფლად ჩადიან საქართველოში, მათ არ უშვებენ დიდ ბრიტანეთში, ევროპაში, აშშ-ში, კანადაში, მაგრამ საქართველო უშლის მას გულს, ხელებს და ლავროვის ოჯახს იხუტებს“,-განაცხადა გოგოლაშვილმა.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს