ლევან ბეჟაშვილი - იმ ფონზე, რაც წინა სასესიო კვირას მოხდა, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება და მოლაპარაკება გამორიცხულია

შეთანხმება და მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან", იმ ფონზე, რაც წინა სასესიო კვირას მოხდა, გამორიცხულია, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიიღებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კონსულტაციებში მონაწილეობას.

ბეჟაშვილის ინფორმაციით, კონსულტაციებში მონაწილეობას არ აპირებენ არც სხვა ოპოზიციური ჯგუფები.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებასთან" რაიმე სახის კონსულტაციების გამართვა მას შემდეგ, რა მოვლენებიც პარლამენტში განვითარდა და ძალმომრეობით უზრუნველყვეს თავიანთი კანდიდატების გაყვანა, არარელევანტური იქნება და საფუძველს მოკლებული. ოპოზიციაში გაგრძელდება კონსულტაციები, მაგრამ წინასწარი მონაცემებით ვიცით, რომ არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი ამ ფონზე კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებს. ცალკეული დეპუტატები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, უცნობია. მოლოდინიც, ბუნებრივია, არ გვექნება, იმ ფონზე, რაც განვითარდა წინა სასესიო კვირას. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ ეს „ნაციონალურ მოძრაობაზე" და პოლიტიკურ ჯგუფებზე, წინასწარი კონსულტაციებით ასეთი შეთანხმება, მოლაპარაკება გამორიცხულია იმ ფონზე, რაც წინა სასესიო კვირას მოხდა,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით ასარჩევ ორ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი ორი კვირით გადაიდო.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე ტურის კენჭისყრა ფორმალურად ჩატარდა და შედეგად, ოთხივე კანდიდატი ჩავარდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად მეორე ტურში ოთხი - სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკილაშვილი (89 ხმა), ლევან ნემსაძე (88 ხმა) და ნინო ნიშნიანიძე (87 ხმა). მესამე ტური 30 მაისს გაიმართება.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა