ლაშა ტუღუში - არავის ვურჩევდი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის დახმარებით დაბრუნების ილუზიების შექმნას მხოლოდ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია „თბილისის ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელს, ლაშა ტუღუშს ესაუბრა.

- ბატონო ლაშა, ახლა ყველაზე აქტიურად რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილება და ჩვენც საუბარი ამ თემით უნდა დავიწყოთ.

ამ თემაზე ბევრი ითქვა, მაგრამ მაინც გკითხავთ - ვითარებაში, როცა კოლექტიური დასავლეთი რუსეთს უკრაინაში წარმოებული ომის გამო ლამის ყველა კარებს უხურავს, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა, ასეთ ვითარებაში რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა იწყება.

თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას?

- რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებას შევაფასებდი როგორ სახიფათო პროცესს. რუსეთი იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა იმყოფება ომის გამო, არ გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც საქართველოსთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა. მისი ნაბიჯები მიმართული იქნება ისევ მისი ინტერესების დასაცავად.

დღეს საქართველოს გაკეთებული აქვს პროდასავლური არჩევანი და ამ კონტექსტში რუსეთის მიერ საქართველოს მისამართით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ გაზარდოს საქართველოში საკუთარი გავლენა და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველომ დასავლური კურსი შეცვალოს.

დღეს საქართველოს გაკეთებული აქვს პროდასავლური არჩევანი და ამ კონტექსტში რუსეთის მიერ საქართველოს მისამართით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ გაზარდოს საქართველოში საკუთარი გავლენა და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველომ დასავლური კურსი შეცვალოს

ვითარებაში, როცა რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს, რუსეთის მიერ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, შეუძლებელია ვერ მივხდეთ რომ მიმართულია საქართველოში რუსული გავლენის გაზრდისკენ. დავესესხები აშშ-ს ელჩს, ქალბატონ დეგნანს, რომელმაც დასვა კითხვა - რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენით რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს?

ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი გასაცემია. ის, რაც გვესმის, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი უკან მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნების გამო გადგა, ძალიან არასერიოზულად გამოიყურება.

- დიდი ხმაური და ვნებათაღელვა მოჰყვა სხვა თანმხლებ პირებთან ერთად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქალიშვილის საქართველოში ყოფნას. ვგულისხმობ აქციას ყვარლის ტბაზე და მოქალაქეების დაკავებებს.

ამ თემაზე ხელისუფლების გაკეთებულმა კომენტარებმა კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა.

ყველაფერს რომ თავი დავანებით, ის მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ გაეროში რუსეთის ელჩად ყოფნისას სერგეი ლავროვმა დაბლოკა დიტერ ბოდენის მიერ შემუშავებული დოკუმენტი „თბილისსა ადა სოხუმს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის შესახებ.“ მას შემდეგ რაც იგი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, სწორედ მაშინ, 2000-იანების დასაწყისში დაიწყო ჯერ აფხაზეთში, ხოლო შემდეგ ცხინვალის რეგიონში რუსული პასპორტების დარიგება. შემდეგ კი მანვე გახსნა აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში რუსეთის საელჩო.

მომხდარზე ემოციური რეაგირება ბევრი ვნახეთ, მაგრამ მომხდარმა გააშიშვლა ჩვენს კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებები. მხედველობაში მაქვს ის, რომ არც კი ვიცით ვინ შემოდის ქვეყანაში, ვინაა შემოსული და მომავალში რუსეთიდან ვინ შემოვა.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ლავროვის ქალიშვილის საქართველოში ყოფნის ისტორიამ?

- ამ ინციდენტს აქვს სხვადასხვა განზომილება. როგორ მოხვდა ლავროვის ოჯახის წევრი ყვარლის ტბაზე ქორწილში ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ საქართველოს სპეცსამსახურებმა. გულწრფელად ვამბობ, მე არ მჯერა, რომ ლავროვის ქალიშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ჩვენი სპეცსამსახურები საქმის კურსში არ იყვნენ. ეს ჩემთვის დაუჯერებელია.

ჩვენთვის რამდენად მიუღებლები არ უნდა იყვნენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ისეთი გულუბრყვილოები არ არიან, როგორც უნდათ რომ დაგვაჯერონ.

გარდა იმისა, რომ ლავროვი ოკუპანტი ქვეყნის მთავრობის წევრია, ის გახლავთ ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტების, რასაც რუსეთი საქართველოსთან მიმართებით ადრე აკეთებდა და ახლაც აგრძელებს კეთებას. იგივე აკეთებს რუსეთი ახლა უკრაინაში.

ქორწილი შეუმჩნევლად ვერ ჩაივლიდა. ეს რომ ასე მოხდებოდა ქორწილის ორგანიზატორებს უნდა სცოდნოდათ. მაშ რასთან გვაქვს საქმე? აქ მიჩნდება კითხვები.

გულწრფელად ვამბობ, მე არ მჯერა, რომ ლავროვის ქალიშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ჩვენი სპეცსამსახურები საქმის კურსში არ იყვნენ. ეს ჩემთვის დაუჯერებელია

ან ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებენ, ან უბრალოდ, ეგონათ ეს ამბავი არ გახმაურდებოდა. ფაქტია, რომ ამ ისტორიაში ხელისუფლება კარგად არ გამოჩნდა. არც საზოგადოების დიდი ნაწილი გამოიყურება კარგად.

ვგულისხმობ იმას, რომ ამ თემაზე და სხვა თემებზე რა ინფორმაციებიც ვრცელდება საქართველოზე, მაინცადამაინც პოზიტიურად არ გამოიყურება ქვეყანა.

- კანონი რომ არეგულირებდეს რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას, ბევრად მარტივად იქნებოდა საქმე და გასაგებიც იქნებოდა...

- ჩვენთან არსებობს გარკვეული შეზღუდვა იმათზე, ვინც ნამყოფია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მაგრამ, ბუნდოვანია ვითარება იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც მიიღო გადაწყვეტილებები საქართველოში ეთნოწმენდის ჩატარების შესახებ.

დროა პოლიტიკურ საკითხებზე სამართლებრივი კატეგორიებით ვიმსჯელოთ

ასეთ ფონზე ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს. ხელისუფლების წარმომადგენლები გვახსენებენ ვაჟა-ფშაველას. დროა პოლიტიკურ საკითხებზე სამართლებრივი კატეგორიებით ვიმსჯელოთ.

- იმ ვითარებაში, რომელშიც რუსეთი ახლა იმყოფება, რუსეთისთვის საქართველო სასურველი ფანჯარაა გარე სამყაროსთან ურთიერთობისთვის. ფაქტია, რომ საქართველოს ფასი და მნიშვნელობა რუსეთისთვის გაზრდილია.

ამაზე მიუთითებს საქართველოსა და რუსეთს შორის ბევრჯერ გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა. რუსი ექსპერტები აბსოლუტურად ღიად და დაუფარავად ამბობენ, რომ „საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პირობები თბილისისთვის ცნობილია“. იგულისხმება ის, რომ აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით „თბილისს ფუჭი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს“.

მიუხედავად ამისა, ზოგჯერ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები, უფრო ხშირად ხელისუფლების მხარდაჭერები დაუღალავად საუბრობენ იმაზე, რომ სულ ცოტაც და რუსეთი საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დაგვიბრუნებს.

ამ ტიპის საუბრები ძალიან ჰგავს 2020 წლის არჩევნების წინ აქტუალურ ლოზუნგს - „გარეჯის საქართველოა“. სხვაგვარადა არანაირად არ აღიქმება ამგვარი მტკიცებები, მაგრამ, არჩევნებამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა.

თქვენ როგორ ახსნიდით ამ თემაზე საუბრების გააქტიურებას? თან ისეთი ხალხისგან, რომლებსაც 30 წელია აფხაზეთზე არასდროს არაფერი უთქვამთ..

- ამგვარი მტკიცებები დიდი ტყუილია, მაგრამ ვხედავთ, რომ იგი ხელისუფლებას და მის სახელისუფლებო პროპაგანდას რატომღაც დასჭირდა. როგორც ჩანს, ამგვარი განცხადებებით ხელისუფლება ცდილობს სხვა თემების გადაფარვას. ამ თემით სპეკულირება პირადად მე ძალიან მაშინებს. იმიტომ, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას, არანაირი კავშირი არ აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებასთან.

არ ვიცი ეს რატომ კეთდება. შესაძლოა, ხელისუფლება იმ მომენტისთვის ამზადებს საზოგადოებას, როცა ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს. როგორც ჩანს, მაშინ გახდება საჭირო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ილუზიების შექმნა.

შესაძლოა, ხელისუფლება იმ მომენტისთვის ამზადებს საზოგადოებას, როცა ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს. როგორც ჩანს, მაშინ გახდება საჭირო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ილუზიების შექმნა

არაა გამორიცხული, სწორედ მაშინ დაიწყოს საუბრები იმაზე, რომ თითქოს „წარმატებული პროცესია დაწყებული“ რუსეთის დახმარებითა და მონაწილეობით. თუ ასე მოხდა, ეს იქნება არა მარტო ტყუილი, არამედ დანაშაული საქართველოს ინტერესების წინაშე. რუსეთი არასოდეს არ დათანხმდება ამას. ვისაც პოლიტიკაში რამე მაინც ესმის, ამის არ სჯერა. ამიტომ, არავის ვურჩევდი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის დახმარებით დაბრუნების ილუზიების შექმნას მხოლოდ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

არავის ვურჩევდი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის დახმარებით დაბრუნების ილუზიების შექმნას მხოლოდ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

- ვხედავთ, რომ ბოლო ხანებში ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე სულ უფრო ხშირად იმეორებენ ხელისუფლების მხარდამჭერები თეზისს, რომ „დასავლეთი ისეთი აღარაა, როგორიც გვეგონა“, რომ „დასავლეთმა დაკარგა მიმზიდველობა“, მეტიც, „რა გვინდა ევროკავშირში, რადგან ევროკავშირის მალე დაიშლება“.

და ეს ხდება იმის ფონზე, როცა ჩვენს მმართველ პარტიას ევროპაში პარტნიორი პარტია რეალურად არ ჰყავს.

ამ თეზისებს უკრაინაში ომის დაწყებამდე ხშირად იმეორებდნენ კრემლთან აფილირებული ექსპერტ-პროპაგანდისტები. უფრო ადრე კი ასევე კრემთან დაახლოებული პოლიტოლოგი მიგრანიანი.

ამგვარი აზრის ტირაჟირებით რისი თქმა უნდა ხელისუფლებას, რომელიც უკვე მუშტების ქნევაზეა გადასული ამერიკელებისა და ევროპელების მიმართ?

ან მმართველი გუნდის მხარდამჭერებს, რომლებიც ამ ლოზუნგებით აპელირებენ?

- მადლობა ამ კითხვისთვის. მართლაც, შეიძლება გავიხსენოთ ამგვარი განცხადებები რუსი პოლიტიკოსების და ექსპერტების მხრიდან. ისინი ხშირად იმეორებენ, რომ დასავლეთი დეგრადირდა, ახლა „დაღმართზე იმყოფება“, მისი იდეები გაფერმკრთალებულ- გადაგვარებულია და ასე შემდეგ.

ბევრი თვლის, რომ ნამდვილი დასავლეთი რუსეთია. ეს რომ იყოს მხოლოდ რუსული დისკურსი, შეიძლება მხოლოდ გაგვღიმებოდა, მაგრამ, ვხედავთ, რომ მსგავსი დისკურსი საქართველოშიცაა, რის გამო სიცილ-კისკისისთვის ადგილი აღარ რჩება.

ბევრი თვლის, რომ ნამდვილი დასავლეთი რუსეთია. ეს რომ იყოს მხოლოდ რუსული დისკურსი, შეიძლება მხოლოდ გაგვღიმებოდა, მაგრამ, ვხედავთ, რომ მსგავსი დისკურსი საქართველოშიცაა, რის გამო სიცილ-კისკისისთვის ადგილი აღარ რჩება

ამ ტიპის ტენდენციები ეფუძნება პრორუსულ იდეოლოგისა და პოლიტიკას. ემსახურება რუსულ ინტერესებს და თავის არსში გულისხმობს ანტიდასავლურ რიტორიკას.

რუსული პოლიტიკის მთავარი სამიზნე ლიბერალიზმია. დასავლური პოლიტიკური სისტემები სწორედ ლიბერალიზმზე დგას და ეფუძნება. ეს ეხება სხვათა შორის საერთაშორისო ურთიერთობებს. არადა, ჩვენი ხელისუფლების რიტორიკა ანტილიბერალურია. ლიბერალების წინააღმდეგ ხელისუფლებას „საღმრთო ომი“ აქვს გამოცხადებული. ანტილიბერალური პოპულიზმი დღეს ხელისუფლებისთვის ყველაზე ტრენდულია.

ჩვენი ხელისუფლების რიტორიკა ანტილიბერალურია. ლიბერალების წინააღმდეგ ხელისუფლებას „საღმრთო ომი“ აქვს გამოცხადებული. ანტილიბერალური პოპულიზმი დღეს ხელისუფლებისთვის ყველაზე ტრენდულია

დანარჩენი დასავლური იდეების მიმართაც საკმაოდ ცინიკური დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას. ახლა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ევროპაში ყველაფერი ფსევდოა.

ევროპელი მემარცხენეები და სოციალისტებიც თურმე ფსევდო მემარცხენეები არიან, ფსევდო ლიბერალიზმის ჭაობში არიან მემარჯვენეებიც და კონსერვატორებიც. მათი მტკიცებით არ არსებობს პროგრესული დასავლეთი. მახსენდება პარლამენტში მწვავე დებატები, სადაც თურმე მათ „სხვა ევროპა იციან და უნდათ“.

თუ ამგვარ მსჯელობას პოლიტიკური კონტექსტით შევხედავთ, რა თქმა უნდა, თავისი არსით რუსულია, აგრესიული და იმპერიალისტური და სრულად ასახავს იმ პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი ატარებს.

თუ ჩვენს საზოგადოებაში რუსული ნარატივებით დისკურსი გაღრმავდა, ჩამოყალიბდება ბრუტალური აგრესიული ფორმით, რომელსაც ეთნონაციონალისტურ-რელიგიური კონტურები ექნება. ამის ტენდენციები უკვე ჩანს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ტენდენციები ქვეყანას ძალიან ცუდ გზაზე დააყენებს და სახიფათო იქნება ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა.

თუ ჩვენს საზოგადოებაში რუსული ნარატივებით დისკურსი გაღრმავდა, ჩამოყალიბდება ბრუტალური აგრესიული ფორმით, რომელსაც ეთნონაციონალისტურ-რელიგიური კონტურები ექნება

- თქვენ და თქვენი არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. ანუ, ამ პროცესს შიგნიდან ადევნებთ თვალს.

საშინაო პოლიტიკაში რომ საკმაოდ გაუგებარი სურათი გვაქვს, ვხედავთ. მაგრამ, რადგან ახლა ქვეყნის ყველაზე მთავარი ამოცანაა წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მიღებაა, თქვენ როგორ ხედავთ იმ პროცესს, რომელშიც მონაწილეობთ? სავარაუდოდ, რა პერსპექტივა გვაქვს შევასრულოთ რეკომენდაციები და მივიღოთ სტატუსი?

- სიტუაცია საკმაოდ რთულია. ევროპაში დიდი ცვლილებები ხდება და როგორც ჩანს, შეიქმნება დიდი ევროპა. უკრაინა და მოლდოვა არის ამ პროცესში ჩართული, საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა. ბოლო დღეებში სულ უფრო აქტიურად გვესმით, რომ დიდი ევროპის პროექტი შესაძლოა საკმაოდ სწრაფად განხორციელდეს. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე წელში განხორციელდება.

სად იქნება საქართველოს ადგილი წყდება დღეს. ჩვენ კი ვმონაწილეობთ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში იყოს პოლიტიკური კონსოლიდაცია, არის აბსოლუტურად საპირისპირო პროცესი. პოლიტიკურ ძალებს შორის კონსოლიდაციის გარეშე იმ მიზნების მიღწევა, რაც გვაქვს, შეუძლებელია.

ის, რაც ამ სამუშაო ჯგუფების პროცესში ხდება, ოპტიმისტურად არანაირად არ გამოიყურება. პირველ რიგში ვგულისხმობ თავად საპარლამენტო მუშაობის პროცესს. ისე, როგორადაც იქცევა პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში ჩვენი პოლიტიკური ელიტა, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია და დამანგრეველია ქვეყნის მომავლისთვის.

ის, რაც ამ სამუშაო ჯგუფების პროცესში ხდება, ოპტიმისტურად არანაირად არ გამოიყურება. პირველ რიგში ვგულისხმობ თავად საპარლამენტო მუშაობის პროცესს. ისე, როგორადაც იქცევა პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში ჩვენი პოლიტიკური ელიტა, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია და დამანგრეველია ქვეყნის მომავლისთვის

- ეს ეხება მმართველ გუნდს თუ ოპოზიცია? თუ ორივეს?

- პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთის მიმართ ისეთი მიუღებლობა აქვთ, რომ დისკუსიის ადგილი არ რჩება. პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში დისკუსია ელემენტარული ზრდილობის ჩარჩოსაც კი ცდება. ყველას ეს არ ეხება, მაგრამ, დისკუსიაში მონაწილეთა დიდ ნაწილს ნამდვილად ეხება.

პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში დისკუსია ელემენტარული ზრდილობის ჩარჩოსაც კი ცდება. ყველას ეს არ ეხება, მაგრამ, დისკუსიაში მონაწილეთა დიდ ნაწილს ნამდვილად ეხება

დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ, მაინც ვიტყვი, სამუშაო ჯგუფებში გაუთავებელი ლანძღვა-გინება, დედის გინება, ლამის ჩვეულებრივი ამბავია. სამწუხაროდ, ხშირად, რისი მოწმეც ვხდებით, ელემენტარული ზრდილობის ფარგლებს სცილდება. ამიტომ, რაც სამუშაო ჯგუფებში ხდება, ეს არ გახლავთ არანაირი პოლიტიკური პროცესი.

დისკუსიაში, ხშირად შინაარსობრივ მსჯელობამდე ვერც კი მივდივართ. სახეზე გვაქვს არა აზრების კონკურენცია, არამედ პოლიტიკური ბრძოლა, თან ისეთი ფორმებით, რაც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება.

ამ ინტერვიუს ფარგლებში ვერ ვიმსჯელებთ თუ როგორ ჩამოყალიბდა დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ პოლიტიკური პროცესი. რაზეა იგი ორიენტირებული ცალკე საუბრის თემაა.

დისკუსიაში, ხშირად შინაარსობრივ მსჯელობამდე ვერც კი მივდივართ. სახეზე გვაქვს არა აზრების კონკურენცია, არამედ პოლიტიკური ბრძოლა, თან ისეთი ფორმებით, რაც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება

ჩემი აზრით, არსებობს მანკიერი პრაქტიკა იმის, რომ საქართველოში ხელისუფლება მხოლოდ დიდი კრიზისების შედეგად იცვლება. საქართველოში პოლიტიკურმა ელიტებმა ვერ მოახერხეს იმის სწავლა, რომ ხელისუფლების ცვლილება მოხდეს სხვა ტიპის პროცესით.

გამსახურდია დამარხეთ, შევარდნაძე გადავაგდეთ, სააკაშვილის ცვლილებაც თითქოს მშვიდობიანად, მაგრამ უმკაცრესი დაპირისპირების ფონზე მოხდა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ოპოზიცია ორიენტირებული გახდა დიდ კრიზისზე.

90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ოპოზიცია ორიენტირებული გახდა დიდ კრიზისზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან ოპოზიცია კრიზის დამოკიდებული გახდა

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან ოპოზიცია კრიზის დამოკიდებული გახდა. რაც ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა და სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორია. მითუმეტეს, ახლა, რა მოცემულობაშიც იმყოფება საქართველო. ძალიან ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი და სხვანაირად გასააზრებელი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა