საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, მსოფლიო ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს სწავლას უნივერსიტეტის განვითარების ფონდი დაუფინანსებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის ინიციატივით, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტს, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს სწავლის საფასურს უნივერსიტეტის განვითარების ფონდი დაუფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მიღებული გადაწყვეტილება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გააჟღერა.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ პირველობას ჩვენს საამაყო სტუდენტს, ევროპის ჩემპიონს, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსანსა და მსოფლიო ჩემპიონს, ლუკა მაისურაძეს. მინდა მოგახსენოთ, რომ უნივერსიტეტის განვითარების ფონდი მზადაა, ლუკას სწავლის საფასური დაუფინანსოს. ვუსურვებ მას წარმატებებს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ლუკა მაისურაძე ესწრებოდა. მან მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, უნივერსიტეტის განვითარების ფონდსა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს.

„მადლობას მოგახსენებთ ყველას, იმ ყურადღებისა და სითბოსათვის, რომელსაც გამოხატავთ ჩემ მიმართ. ყოველდღიურად ვგრძნობ თქვენ გვერდში დგომას, რაც მაძლევს სტიმულს და მაძლიერებს. გაძლევთ პირობას, რომ არაერთხელ ვასახელებ საქართველოს და ჩემს უნივერსიტეტს“, - განაცხადა ლუკა მაისურაძემ.

ცნობისთვის, კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, ერთმანეთს ორი ქართველი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდა. ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება წილად მაისურაძეს ხვდა, რომელმაც დამატებით დროში ვაზარით მოიგო. შედეგად, მან ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს