მეუფე იაკობის განცხადებით, თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მისცემენ, ეს იმ ხალხის ბრალი იქნება, რომლებიც ქუჩაში აქციებს მართავენ

მეუფე იაკობის განცხადებით, თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მისცემენ, ეს იმ ხალხის ბრალი იქნება, რომლებიც ქუჩაში აქციებს მართავენ

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მისცემენ, ეს იმ ხალხის ბრალი იქნება, რომლებიც ქუჩაში აქციებს მართავენ. როგორც მან დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა, ისინი ქუჩაში „ქაჯებივით“ და "ცოფიანი ნადირებივით დარბოდნენ“.

„დღეს რომ გამოდიან, რამდენიმე თვეში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსი მოგვცემ თუ არ მოგვცემ. დღეს რომ ყვირი, გაყიდულია მთავრობა, მთავრობა რუსია, ევროპაში ახლა უყურებენ, რომ ხალხი გამოდის და ამას დაიჯერებენ. ახალგაზრდობასაც რომ იყოლიებენ ხოლმე, მინდა ახალგაზრდობამ გადახედოს, ვისი ბრალი იქნება რომ არ მოგვცენ სტატუსი, ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება? ე.ი ვინ არის რუსი, ვის აწყობს საქართველოში რომ მძიმე მდგომარეობაში იყოს? ევროპა და დასავლეთი თუ ამბობს, რუსს აწყობსო, მაშინ ესენი ვინ გამოდიან, რომლებიც წინა დღეებში მაპატიეთ გამოთქმისთვის და „ქაჯებივით“, ცოფიანი ნადირებივით დარბოდნენ. შეიძლება საქართველო ასეთ სიტუაციაში ჩავაყენოთ? ვინ ხართ, რა ავტორიტეტი გაქვთ ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ? გამოდიხართ და ვის უპირისპირდებით? ღმერთი კარგი, არ გწამთ, მაგრამ ხალხის არ გეშინიათ? ჩვენ, ქართველებს გზა არჩეული გვაქვს. ჩვენი გზა არის ქრისტეს გზა. ხედავთ როგორ დაგვიფარა უფალმა. მთელმა მსოფლიომ რომ მუხლი მოუყარა ყველაფერს, როდესაც პანდემია იყო, ჩვენი ერი ვერ გატეხეს. ვინ გვეძახის რუსები ხართო. რომლებიც იმას გვეუბნებოდნენ, დაკეტეთ ეკლესიებიო? თუ რამე ქართული იყო, ყველაფერი რუსებს მისცეს. მართვაშიც კი რუსები ჩამოიყვანეს მერე. ბენდუქიძე იყო თუ სხვა, რუსების წარმომადგენელი იყო. რომ აქებენ ნიჭიერი კაცი იყოო, რა მივიღეთ მისი ნიჭით, აბა გადავხედოთ. განათლების სისტემა იმ დროს დაინგრა, ვიღაცების მოსამსახურედ ვუნდოდით, რუსული კი ვიცოდით, ინგლისურს გვასწავლიდნენ მერე. ჩინურიც შემოვიდა მოდაში და ვიღაცების მოჯამაგირეები უნდა ვყოფილიყავით ჩვენს მიწაზე?“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში ხალხი ბრძენია და ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„თქვენც, ვითომ საქართველოსთან მებრძოლებო, ვერც გაგვტეხთ. ბოლოს და ბოლოს, ჩავთვლით, რომ ჩვენ გვებრძვით და ჩვენც შეგვიძლია ბრძოლა. კი არ გემუქრებით, უბრალოდ, არ გაქვთ ავტორიტეტი და უბრალოდ, ქუჩაში ვერ ივლით. პირდაპირ გეუბნებით, ნუ გააკეთებთ, არ გვინდა ის გამოაჩინოთ, ვინც ხართ. შეხედეთ, ორჯერ იყო და ლამის რევოლუცია მოგვიწყვეს, კანდიდატობა არ მოგვცეს. ჩვენი ბრალია რომ არ მოგვცეს?!“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.