სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდი „პრიმო“, 25 წლიანი ისტორიის მქონე, ლექსუს RX-ის მეხუთე თაობის მოდელის პრეზენტაციის მხარდამჭერი იყო, რომელიც „ლექსუს თბილისის“ ორგანიზებით, 21 მაისს, შატო მუხრანში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „პრიმო“ „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდია და საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი „ალდაგში“ და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე, მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება 5 წლის განმავლობაში და კონსიერჟის მომსახურება.
„მოხარულები ვართ, რომ ახალი თაობის „ლექსუს RX“-ის პრეზენტაციის მხარდამჭერები ვართ, რომელიც ლექსუს თბილისის ორგანიზებით გაიმართა. ლექსუსთან ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს. დღეს, წარმოდგენილები ვართ ალდაგის პრემიუმ ბრენდის - „პრიმოს“ სახელით, რომელიც პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა და ინდუსტრიისთვის სიახლეა. მისი მთავარი დაპირება კომფორტი და სიმარტივეა. „პრიმო“ მომხმარებელთან პერსონალური ურთიერთობის შესაძლებლობას ქმნის, რომელიც დაზღვევაზე სპეციალურად მორგებულ შეთავაზებებს და განსხვავებულ პირობებს მოიცავს“, - განაცხადა „ალდაგის“ საცალო გაყიდვების დირექტორმა ნინო წეროძემ.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ლექსუს RX“-ის მეხუთე თაობის მოდელის პრეზენტაციაზე, ბრენდის ერთგულ მომხმარებლებს, კომპანიის ბიზნეს პარტნიორებსა და საავტომობილო სფეროს ექსპერტებს, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და შესრულებული, ვიზუალურად და ფუნქციურად სრულიად განახლებული ავტომობილის ახლოდან დათვალიერების, მისი შინაარსისა და დახვეწილი გარეგნული ელემენტების გაცნობის საშუალება მიეცათ.