ქართველი ძიუდოისტის, მსოფლიო ჩემპიონის ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს

ქართველი ძიუდოისტის, მსოფლიო ჩემპიონის ლუკა მაისურაძის სახლი ხაშურში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს (ქურდობა - ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით).

ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე დოჰაში ერთი კვირის წინ გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ადგილს დაეუფლა. მსოფლიო ჩემპიონობამდე მაისურაძე 2022 წლის ევროპის ჩემპიონია ძიუდოში, ასევე ახალგაზრდებს და ჭაბუკებს შორის ძიუდოსა და სამბოში არაერთი მედლის მფლობელია.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით