ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად, დაახლოებით, 70 000 ადამიანით გაიზარდა.

როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს დასაქმების მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

ლაშა ხუციშვილის თქმით, შემდგომ პერიოდში კიდევ მეტ პროგრესს ელოდებიან, რადგან ეკონომიკური აქტივობა იზრდება.

„ახლა დასაქმების მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. ეს არა მხოლოდ დასაქმების მიმართულებით, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც. ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ის ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდაა, რომელიც ბოლო 2 წელია საქართველოში გვაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა და მიმდინარე წელსაც საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. გარდა უმუშევრობის დონისა, დასაქმებულთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად, დაახლოებით, 70 000 ადამიანით გაიზარდა. ჩვენი მოლოდინია, რომ შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო დიდი პროგრესი იქნება, რადგან ვხედავთ, რომ ეკონომიკური აქტივობაც იზრდება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის