ირაკლი შოთაძე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე და კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსი გიორგი გოჩაშვილი ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ანტიკორუფციული მიმართულების შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს გამოძიების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენებაზე, ადამიანური რესურსების განვითარებაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო