გარდაბანში ლევან დევდარიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გარდაბნის მესამე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ლევან დევდარიანის მემორიალური ტურნირი ფრენბურთში ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურნირი ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIVB) მოქმედი წესების შესაბამისად გაიმართა.

„წელს, გამარჯვებისთვის შვიდი გუნდი იბრძოდა. ფინალურ ორთაბრძოლაში, ერთმანეთს ‘’ჩოლურისა’’ და ‘’ლუკოსანდის’’გუნდები დაუპირისპირდნენ. წლევანდელი წლის ჩემპიონის ტიტული ამ უკანასკნელს ხვდა წილად. საპრიზო ადგილების მფლობელები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფუად მირზოევმა მერიის მიერ დაწესებული პრიზებით დააჯილდოვა, ხოლო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან გოგოლაურმა, პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდის წევრებს სამსახურის მედლები და სიგელები, წლევანდელ ჩემპიონს კი სამსახურის სპეციალური თასი გადასცა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, ლევან დევდარიანის მემორიალური ტურნირი ფრენბურთში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, 2016 წელს დაარსდა და მასში სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. 24 წლის კაპრალი ლევან დევდარიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში დაიბადა. 6 წლის იყო, როცა ოჯახი, საცხოვრებლად, გარდაბანში გადავიდა. უნივერსიტეტი 2008 წელს დაამთავრა; ლევან დევდარიანი ჯარში არ გაუწვევიათ. უნივერსიტეტის დამთავრებამდე, 2007 წლის გაზაფხულზე, თავად მიაკითხა სამხედრო კომისარიატს; მეოთხე ქვეითი ბრიგადისთვის გამოცხადდა მიღება და ლევანიც კონტრაქტით წავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცი დაკრძალულია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. ლევან დევდარიანი, (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა“, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის