კასპში მიკროავტობუსების შეჯახების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

კასპში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, გაჩერებულ მიკროავტობუსს, რომელშიც მგზავრები ისხდნენ, საპირისპიროდ მომავალი მიკროავტობუსი შეეჯახა, რა დროსაც 8 პირმა სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276- მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულებიდან 6 პირი კასპის კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანა, 2 ადამიანი კი "გორმედში" გადაიყვანა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა