ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი 4 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ0-კმ4 მონაკვეთზე (ფრიდონ ხალვაშის ქუჩა) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის, აღნიშნული გზის კმ1-კმ3 მონაკვეთი ჩაკეტილია, ხოლო კმ3-კმ5 მონაკვეთზე ჩაკეტილია მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი (ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით), ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით კი მსუბუქი ავტოტრანსპორტი მოძრაობს ცალმხრივად.

მათივე ცნობით, სამუშაოების წარმოების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2023 წლის 21 მაისი, თუმცა, სამუშაოების დასრულება მითითებულ ვადაში უამინდობის გამო ვერ მოესწრო.

„სამუშაოების დასასრულებლად, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ1-კმ3 და კმ3-კმ5 მონაკვეთებზე დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი 2023 წლის 4 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ჩაკეტვის პერიოდში, ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი მაჭავარიანის ქუჩის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით იმოძრავებს. ხოლო, ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტორანსპორტი საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 109-ე კმ-დან ჭოროხისა და ა. შანიძის ქუჩების გავლით იმოძრავებს და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზას მე-5 კმ-ზე დაუკავშირდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს