ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 63 მუნიციპალიტეტში საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებისა და პოლიტიკური საბჭოს წევრების არჩევნები დასრულდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 63 მუნიციპალიტეტში გამოცხადებული არჩევნები, სადაც რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და პოლიტიკური საბჭოს წევრებს ირჩევდნენ, დასრულდა.

მისივე განცხადებით, არჩევნებზე იყო უპრეცედენტოდ დიდი დასწრება.

„მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ 63 მუნიციპალიტეტში გამოცხადებული არჩევნები დასრულდა. 62-ში დარეგისტრირდნენ კანდიდატები და 5 მუნიციპალიტეტში იყო კონკურენცია. ამ 5 მუნიციპალიტეტში არჩევნები გაიმართა მთელი დღის განმავლობაში, დილის 8:00 საათიდან, საღამოს 8:00 საათამდე. მინდა მოგახსენოთ კონკრეტული შედეგები. ეს იყო უპრეცედენტოდ დიდი დასწრება. წალენჯიხაში არჩევნებზე მივიდა, ურნასთან მისი ხმა დააფიქსირა 2 127-მა ადამიანმა, მარნეულში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1051-მა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. წყალტუბოში 737-მა, ქუთაისში 692-მა, ახალ ქალაქში 350-მა. ეს ნიშნავს, რომ უპრეცედენტოდ დიდი კონკურენცია იყო ამ მუნიციპალიტეტებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შიდა დემოკრატია მნიშვნელოვანია ჩვენივე ამომრჩევლებისთვის.

დარჩენილ 57 მუნიციპალიტეტში, სადაც დელეგატების მიერ ელექტრონულად მოხდა თავმჯდომარის არჩევა, საბოლოო ჯაში 30 ათასამდე ჩვენმა მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა. თქვენ კარგად იცით, რომ დედაქალაქში არჩევნები არ ჩატარებულა, თავმჯდომარე არ არჩეულა, შესაბამისად, ეს არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს წინ, თუმცა შემიძლია უკვე თამამად ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 90% არის დაკომპლექტებული პირდაპირი არჩევის გზით, ეს არჩევანი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა ადგილზე და არ იყო მიღებული კაბინეტებში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს, როგორც კანდიდატებს ასევე ამომრჩეველს, რეგიონალურ მდივანს, რომელმაც უზრუნველყო არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო