ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა - არსებული ინფორმაციით, მოსწავლეები ე.წ. ბოლო ზარს აღნიშნავდნენ

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ჩხოროწყუს ლესიჭინეს სკოლის მოსწავლეები ე.წ. ბოლო ზარს აღნიშნავდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ლია ჯალაღონიამ განუცხადა, დაშავებულს თავის მსუბუქი ტრავმა აღენიშნება და მან კლინიკა უკვე დატოვა.

,,რვა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა. სულ 6 მანქანით იყვნენ წასული. მშობლებიც ახლდათ. საჭესთანაც სრულწლოვანი იჯდა. აქედან პოლიციამ გააცილა, რამდენადაც ვიცი. დაშავებული მხოლოდ ერთი ბიჭია, კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე გამოწერეს, სხვა არავინ დაშავებულა. ყოველ წელს ასეთი შემთხვევა ხდება და უნდა ვიბრძოლოთ მსგავსი ტრადიციის მოსაშლელად. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა ლია ჯალაღონიამ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა