თაკო ჩარკვიანი - დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, სერიოზულად ვემზადებით - მტერია კარზე  მომდგარი

ერთი დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, ეს ფაქტია. კონსულტაცია მიმდინარეობს და სერიოზულად ვემზადებით , - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, აქცია რა ფორმით გაგრძელდება, ამას მეორე დღე აჩვენებს.

„მიმართულება ხელისუფლებაზე უნდა იყოს. ისინი ვინმეს კიდევ ჩამოიყვანენ. ბატონებო, ტურისტები კი არ იყვნენ ჩამოსულები, ჩამოსული იყო ლავროვი, ოჯახით. ეს არის აქ მთელი ამბავი. პრაქტიკულად პუტინი იყო ჩამოსული და ამიტომ შეშფოთდა საზოგადოება. ქსენოფობიაზე სისულელეა ლაპარაკი. როდესაც ასეთი მწირი განათლება გაქვს, ქართულ ლიტერატურას უნდა გადახედოს. სხვათა შორის, ყაზბეგი არავისზე ნაკლები მწერალი არ არის. ყაზბეგს ვაჟა-ფშაველას კორიფეებთან ვაყენებ და ვურჩევდი [ირაკლი კობახიძეს] ყაზბეგსაც გადახედოს და ვაჟასაც კარგად გადახედოს. ადამიანის უფლებები შეუძლია ისწავლოს ყაზბეგთანაც და ვაჟასთანაც. ნიცშეზე არანაკლები ფილოსოფოსი გვყავს ვაჟა-ფშაველას სახით. თუ კარგად წაიკითხავს „კაი ყმას“, მაშინ ეს მისთვის აღმოჩნდება გზამკვლელი, მაგრამ ეტყობა უკვე დაგვიანებულია.

საკიდზე მსხვილი აქცია, რომ დაიკიდება ეს ფაქტია. რა ფორმა მოჰყვება, უკვე მეორე დღე გვაჩვენებს. კონსულტაცია მიმდინარეობს და სერიოზულად ვემზადებით.

არაფერი დარჩა. არ დარჩა სასამართლო ინსტიტუცია... კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. საქართველო რუსეთის იმპერიისთვის ხელმისაწვდომი ბოსტანი იყო. კარგი სამზარეულო და სიმღერები გაქვს... ისევ ბოსტნად უნდათ. ეს არის უბედურება“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, გააძლიერებს თუ არა ოპოზიციას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა, ჩარკვიანი პასუხობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მასშტაბის პოლიტიკოსის გაქრობა პოლიტიკიდან არ ხდება.

მისი თქმით, ოპოზიციამ გაერთიანებაზე უნდა იზრუნოს.

„როდესაც 1 წლის წინ თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკაშიო, მაშინ ვთქვი, რომ ასეთი რამ არ არსებობს. შეიძლება, სააკაშვილი დასუსტებული იყოს, მაგრამ ამ მასშტაბის პოლიტიკოსები ასე ვერ გადიან პოლიტიკიდან, გამორიცხულია, არ ხდება ეს ამბავი. ასეთი მასშტაბის პოლიტიკოსის გაქრობა არ ხდება. სააკაშვილი ანალიზს დებს, ხან უკრაინაზე, ხან საქართველოზე და ძალიან ხშირად, წინსწრებით მართლდება.

სააკაშვილის პარტია, ყველა კვლევებით, ყველაზე დიდი პროცენტის მატარებელია. პუტინი შემოვიდა, შემოეთრია უკვე და სანამ დასავლური ვექტორის პარტიას ჯიბრს დავუწყებთ ოპოზიციამ გაერთიანებაზე უნდა იზრუნოს. მტერია კარზე მომდგარი, რომელსაც ქვეყნის ბოსტნად გადაქცევა უნდა. გავერთიანდეთ ახლა!“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო