კომპანია „ტოპლაინ ქონსთრაქშენმა“ პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში შეკვეთილის სანაპირო ზოლი დაასუფთავა

სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია „ტოპლაინ ქონსთრაქშენმა“ „მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები/საქართველოს“ პროექტის - „დავიცვათ საქართველო სისუფთავე“ ფარგლებში, შეკვეთილის სანაპირო ზოლი დაასუფთავა.

აღნიშნული აქტივობა გულისხმობდა ადგილობრივი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ერთად შეკვეთილის სანაპირო ზოლისა და რეკრეაციული ზონის სრულ დასუფთავებას.

გარდა იმისა, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კომპანია სოციალური აქტივობებით რეგიონში ყოველთვის აქტიურია, „ტოპლაინი“ სხვა ბიზნესის წარმომადგენლებსაც მოუწოდებს, რომ მსგავს აქტივობებში ჩაერთონ.

„ხშირად ვცდილობთ, სხვადასხვა სოციალურ კამპანიაში ჩართვას. მეტიც, წელიწადში რამდენჯერმე გვაქვს სხვადასხვა აქტივობა გურიის რეგიონში. ახალ წელს მრავალშვილიან ოჯახებს ვესტუმრეთ, გაზაფხულზე კი ვეცადეთ, მცირედი წვლილი მაინც შეგვეტანა გარემოს დასუფთავებაში. მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.

ვფიქრობთ, რომ „ტოპლაინის“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა სხვა კომპანიებისთვისაც მაგალითი შეიძლება გახდეს და კარგი იქნება, თუ ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები, თუნდაც გურიის რეგიონში, შემოგვიერთდებიან და ერთად გავაკეთებთ ბევრ კარგ და საჭირო საქმეს“,- განაცხადა „ტოპლაინის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა რუსა მამასახლისმა.

ცნობისთვის, ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ შეკვეთილში სამი კომპლექსითაა წარმოდგენილი. კერძოდ, FIDELIO პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელია, რომელიც ზღვიდან 150 მეტრში, ტყის კორომში მიმდინარეობს. კომპანიას უკვე დასრულებული აქვს A კორპუსის მშენებლობა, B და C კორპუსების მშენებლობა კი ერთდროულად მიმდინარეობს.

დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ტოპლაინ ქონსთრაქშენისთვის“ სისაიდი უკვე მესამე კომპლექსია, რომლის განხორციელებაც დაიწყო. ეს არის 4-სართულიანი კორპუსი, რომელიც ზღვიდან 70 მეტრში, შეკვეთილის ფიჭვნარისა და ნაძვნარის ტყეში მდებარეობს. ტოპლაინის“ ყველა პროექტის მსგავსად, ეს უკანასკნელიც არქიტექტურული კუთხით გამორჩეული და დახვეწილია.

(R)

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით