საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორებს - გულუკო ყურაშვილს და გენადი იაშვილს, განსაკუთრებული ღვაწლისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, ეკონომიკის დოქტორს, სტუ-ის ასოცირებულ პროფესორს გულიკო ყურაშვილს, ასევე, საქართველოს საინჟინრო აკადემიის და ნიუ-იორკის აკადემიის ნამდვილ წევრს, საქართველოს ეკონომიკის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსს, სტუ-ის პროფესორს გენადი იაშვილს, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გულიკო ყურაშვილს და გენადი იაშვილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა „ოქროს მედალი“ ბიზნესტექნოლოგიის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცა. როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მათ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდეს და უდიდესი წვლილი მიუძღვით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში.

„უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე გულიკო ყურაშვილის და გენადი იაშვილის დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ღვაწლმოსილი პედაგოგისთვის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი მიენიჭებინა. საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ჩვენს კოლეგებს ამ საპატიო ჯილდოს და ვუსურვებ მრავალ წარმატებას სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაში, მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა.

პროფესორებმა, გულიკო ყურაშვილმა და გენადი იაშვილმა მადლობა გადაუხადეს აკადემიურ საბჭოს, რექტორს და ფაკულტეტის დეკანს დაფასებისა და დაჯილდოვებისთვის.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა