ჯანმო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - საქართველოში მარილის მაღალი მოხმარება განსაკუთრებით პრობლემატურია, როგორც ვიცით, რეკომენდებულ დღიურ საშუალო დოზაზე თითქმის 2-ჯერ მაღალია

საქართველოში მარილის მაღალი მოხმარება განსაკუთრებით პრობლემატურია, როგორც ვიცით, რეკომენდებულ დღიურ საშუალო დოზაზე თითქმის 2-ჯერ მაღალია და 8.5 გრამს უტოლდება,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ჰიპერტენზია „წამყვანი მკვლელია საქართველოში". ამასთან, აღნიშნა, რომ ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების და სხვა არაგადამდები დაავადებების მთავარ რისკფაქტორი სწორედ მარილის მაღალი მოხმარებაა.

„საქართველოში განსაკუთრებით პრობლემატურია მარილის მაღალი მოხმარება, როგორც ვიცით, ის რეკომენდებულ საშუალო დღიურ დოზაზე თითქმის 2-ჯერ მაღალი და 8.5 გრამს უტოლდება. მამაკაცებში კიდევ უფრო მაღალია და 10 გრამს უტოლდება. როგორც ვიცით, ჰიპერტენზია წამყვანი მკვლელია საქართველოში, ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების და სხვა არაგადამდები დაავადებების მთავარ რისკფაქტორია მარილის მაღალი მოხმარება. მარილის შემცირებისკენ მიმართული ინტერვენციები ყველაზე ხარჯთეფექტურია",- აღნიშნავს სილვიუ დომენტე.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს