უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისტვან ნაგიმ „აუგუსტის ხილის ქარხანა” დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი ქარხნის ინფრასტრუქტურა უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ისტვან ნაგის და უნგრული დელეგაციის წევრებს გააცნო.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი კომპანია „აუგუსტის ხილის ქარხანა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აგროლოზინგის კომპონენტით სარგებლობს. აგროლიზინგის თანხა 250,000 ლარს აჭარბებს. ჯამურად, საწარმოში, 3 მლნ ლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

„ქარხანა ხილის ჯემებს და წვენებს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებში ხდება, ასევე, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ისრაელსა და ყატარში ექსპორტზე გადის.

შექმნილია ბულანჟერიის ქსელი „აუგუსტი“, რომელიც აღნიშნულ საწარმოში დამზადებული პრემიუმ ხარისხის პროდუქციით მარაგდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს