არჩილ თალაკვაძე რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებზე - ეს არის სიცრუე, ოპოზიციის და ზოგიერთი არხის პროპაგანდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ჩაიშალოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ფარული მოლაპარაკებების შესახებ გაჟღერებული ბრალდებები სიცრუეა.

თალაკვაძემ აღნიშნული განცხადება „საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ პროპაგანდად“ შეაფასა და მასში ოპოზიცია და მედია დაადანაშაულა.

„ეს არის სიცრუე, თქვენი არხის და ოპოზიციის პროპაგანდა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ის, რომ ახლა გააქტიურდით, ეს პირდაპირ უკავშირდება იმ მიზანს, რომელზეც ილაპარაკეს ოპოზიციის ლიდერებმა: ცისკარიშვილმა, სამადაშვილმა და თქვენც ირიბად თქვენს შეკითხვებში, სიუჟეტებში ლაპარაკობთ იგივეს. ყველაზე მთავარი თქვენთვის არის ჩაშალოთ ევროინტეგრაციის პროცესი და კანდიდატის სტატუსი როგორმე ვერ მიიღოს საქართველომ“, - მიმართა მან ჟურნალისტს.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას რუსეთთან მოლაპარაკებებში ადანაშაულებს. აღნიშნულის თაობაზე პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა - ხატია დეკანოიძემ და თეონა აქუბარდიამ ისაუბრეს. ისინი ამ საკითხზე სადეპუტატო კითხვებს მთავრობის წევრებს უგზავნიან.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს