„თიბისის“ უნიკალური შეთავაზება - 5 000 000 ლარი ინოვაციური იდეების დასაფინანსებლად

თუ გაქვს ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომლის მომგებიან ბიზნესად გადაქცევაში ფინანსური რესურსი გჭირდება, შენთვის კარგი ახალი ამბავი გვაქვს - პირველად საქართველოში, „თიბისი“ ინოვაციური სტარტაპ იდეების დაფინანსებას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თიბისის“ ბიზნესის გუნდმა განსაკუთრებული შეთავაზება შექმნა, რომელსაც ბაზარზე ანალოგი არ აქვს.

„შენ შეგიძლია მიიღო იდეის დაფინანსება 200 000 ლარამდე. ამისთვის კი არ გჭირდება ბიზნეს საქმიანობის გამოცდილება. ასევე, არ მოითხოვება უზრუნველყოფა და თანამონაწილეობა. რაც მთავარია შეგიძლია ისარგებლო 18 თვემდე საშეღავათო პერიოდით.

სესხით სარგებლობისთვის სავალდებულოა შენი იდეა იყოს ინოვაციური და მომზადებული გქონდეს პროექტის ბიზნეს გეგმა“, - აღნიშნულია „თიბისის“ განცხადებაში.

„თიბისის“ მცირე და საშუალოო ბიზნესის განვითარების ლიგის ხელმძღვანელის, ვეფხვია ლომინაშვილის განცხადებით, "თიბისი" ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს წარმოადგინოს ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომლის დაფინანსებაშიც ისინი დაეხმარებიან.

„თიბისიმ“ ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესების მხარდასაჭერად, უნიკალური შესაძლებლობა გააჩინა, რომელსაც ბაზარზე ანალოგი არ აქვს. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობას ვაძლევთ წარმოადგინოს ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომლის დაფინანსებაშიც ჩვენ დავეხმარებით. რა თქმა უნდა, უნდა ჩვენი კვალიფიციური და გამოცდილი ბანკირების ჯგუფი თითოეულ იდეას შეისწავლის, დაამუშავებს და მხოლოდ ის მიიღებს ჩვენ მხარდაჭერას, რომლის რეალურ ბიზნესად ქცევის პოტენციალი წინასწარ დადასტურდება“, - განაცხადა „თიბისის“ მცირე და საშუალოო ბიზნესის განვითარების ლიგის ხელმძღვანელმა, ვეფხვია ლომინაშვილმა.

როგორც „თიბისი“ აცხადებს, პირველ ეტაპზე, ინოვაციური იდეების დასაფინანსებლად მათ 5 000 000 ლარი გამოყვეს.

„გასაცემი სესხების რაოდენობა შეზღუდულია. ამიტომ იჩქარე, შემოიტანე განაცხადი დაფინანსების მისაღებად. დეტალებს გაეცანი აქ: სტარტაპ იდეა“, - აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია