ელენე ხოშტარია - ჩვენ ვუერთდებით „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას და ყველა ადამიანს, რომელიც გვენდობა და გვისმენს, მინდა მივმართო, შევიკრიბოთ, დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი

27 მაისს, 18:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას პარტია „დროა“ უერთდება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება საქართველოს ევროპული არჩევანის საბოტაჟს ემსახურება.

„უკვე წელიწადზე მეტია ნიკა გვარამია იმყოფება უკანონო პატიმრობაში. მის დაპატიმრების აბსურდულობა აღიარა ყველა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირმა და ა.შ. აბსოლუტურად ყველას ესმის, რომ მისი უსაფუძვლო დაპატიმრება ემსახურება ჩვენი ევროპული არჩევანის საბოტაჟს. ერთი წლის წინ ეს საბოტაჟი მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“ მისი დაკავებით და ერთი წლის შემდეგ ეს საბოტაჟი გააგრძელა პრეზიდენტმა მისი არ შეწყალებით. ევროპული დღის წესრიგი არის ჩვენი პრინციპული ბრძოლა და ამ ბრძოლაში ნიკა გვარამიას საკითხი არის ერთ-ერთი ცენტრალური. ფრენების აღდგენის ფონზე ჩვენ მივიღეთ ასევე ინფორმაცია საჯაროდ, რომ ფრენების აღდგენის სპეცოპერაციის ნაწილი იყო რუსეთიდან დაყენებული პირობა პროდასავლური მედიის გაჩუმების და დევნის და სწორედ, რუსეთის დავალებით, მათ შორის, ნიკა გვარამია „რუსულმა ოცნებამ“ გამოკეტა საპატიმროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვუერთდებით „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას 27 მაისს, 18:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველა ადამიანს, რომელიც გვენდობა და გვისმენს მინდა მივმართო, რომ შევიკრიბოთ, დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი და დავიცვათ ადამიანის თავისუფლება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში