მიხეილ ხიდურელი - ჩვენი პროგრამის ხელშეწყობით კანის ფესტივალის კინობაზრობაზე ორი ქართული ფილმის წარმატებული ჩვენება მოეწყო

კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კინოკომერციალიზაციის პროგრამისა და ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით, ორი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა.

ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ფესტივალის სტუმრებმა ნანა ჯანელიძის ფილმი „იარე, ლიზა“ და ირინე ჟორდანიას „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ იხილეს.

ორივე ფილმის მარკეტ ჩვენება სააგენტოს პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ამოქმედებული ახალი კომპონენტის ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანიც ქართული ფილმების პოპულარიზაცია, კომერციალიზაცია და საერთაშორისო ფესტივალებზე ჩვენებაა. ჩვენებებს ესწრებოდნენ საერთაშორისო გაყიდვების აგენტები და დისტრიბუტორები, რაც ზრდის კონკრეტული ფილმის წარმატებულად გაყიდვის შანსს.

სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ორივე ფილმმა საერთაშორისო მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

„კინობაზრობაზე ქართული ფილმების ჩვენება ერთი მხრივ, არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, რადგან ქვეყნის კრეატიული ნიჭი ხვდება საერთაშორისო ეკრანებზე და დარწმუნებული ვარ, კინოკომერციალიზაციის პროგრამის გაგრძელებით კიდევ უფრო მეტ ქართულ ფილმს მივცემთ საშუალებას, მოხვდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

წელსვე, კანის კინოფესტივალზე სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“, ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, საქართველოს პავილიონი წარადგინა. პავილიონში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ შორის შეხვედრები გაყიდვების აგენტებთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და მსოფლიოში წამყვანი კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.

„საქართველოს პავილიონში ყოველთვის დიდი აქტიურობაა. აქ მოსულ კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ვაცნობთ საქართველოს პოტენციალს და პროგრამას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ისარგებლონ ე.წ. ქეშ რიბეითით, რომელიც ერთადერთი ასეთი პროგრამაა ჩვენს რეგიონში. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ, ქართული კინემატოგრაფიის აქტიურ განვითარებას, რაშიც სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამები მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024