ბაზისბანკის და ენერგეტიკული სასმელის ბაზრის ლიდერი ბუმ გრუპის პარტნიორობა

ბუმ გრუპი, ენერგეტიკული სასმელის ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა, რომელიც მზარდი ტემპებით ვითარდება და დღეს ბაზრის 55%-ს ფლობს, რომლის პროდუქციაც 18 საექპორტო ბაზარზე იყიდება.

ბუმ გრუპი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმოა, რომელიც ქართული ბრენდის ენერგეტიკული სასმლის მრავალფეროვან ასორტიმენტს აწარმოებს. წარმოების პროცესი უახლესი, გერმანული დანადგარებით ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის მაღალ ხარისხს, სადაც ყოველთვიურად 9 მილიონი ქილა სასმელი ისხმება.

სასმლის ჩამოსხმა ხორციელდება გერმანული დიოლერის და ფრანგული კრისტალკოს ნედლეულით, რაც ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას აძლევს კომპანიას.

ბუმ გრუპში 130 მდე თანამშრომელია დასაქმებული და გუნდის თითოეული წევრისთვის პრიორიტეტულია, რომ პროდუქცია ყოველდღიურად ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლებისთვის საქართველოს მასშტაბით.

„ბაზისბანკში პროფესიონალთა გუნდი და მეგობრული გარემო დაგვხვდა, რამაც განაპირობა ერთობლივი ეფექტიანი და წარმატებული თანამშრომლობა. გაიაზრეს ბრენდის მნიშვნელობა საქართველოსთვის და ირწმუნეს ჩვენი მიზნების. ბაზისბანკთან პარტნიორობა ყოველდღიურად გვეხმარება, რომ ბაზარზე მეტად განვვითარდეთ.

ბაზისბანკის სახით გვყავს სანდო და საიმედო ფინანსური პარტნიორი, რომელთან ერთად სამომავლოდ ბევრ საინტერესო და წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ.“ - ბესარიონ ურუმაშვილი, ბუმ გრუპის კომერციული დირექტორი.

„ენერგეტიკული სასმელების ბაზარი მზარდია არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბით. ბუმ გრუპმა შეძლო ლიდერი პოზიცია დაეკავებინა ისეთ კონკურენტულ გარემოში, სადაც ენერგეტიკული სასმელების გლობალური ბრენდებია წარმოდგენილი.

ბაზისბანკის და ბუმ გრუპის თანამშრომლობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა. იგი სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ჩვენთან ერთად ყოველწლიურად ვითარდება და ახალ მასშტაბებს აღწევს. მოხარული ვართ, რომ ბუმ გრუპის საიმედო ფინანსური პარტნიორი ვართ და მხარს ვუჭერთ განვითარების გზაზე.“ - ჯაბა კასრაძე, ბაზისბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი.

ბაზისბანკის და ბუმ გრუპის პარტნიორობის ვიდეო ისტორია

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო