ანა წითლიძე - წარმოუდგენელია, ლავროვის ოჯახის უსაფრთხოებას რუსეთის სპეცსამსახურები არ იცავდნენ, გამოდის, ისინი პირდაპირ თანამშრომლობენ საქართველოს სპეცსამსახურებთან - ამაზე გაგვცეს ხელისუფლებამ პასუხი

წარმოუდგენელია, სანქცირებული ლავროვის ოჯახის უსაფრთხოებას გადაადგილებისას არ იცავდნენ რუსეთის სპეცსამსახურები, გამოდის რუსეთის სპეცსამსახურები პირდაპირ თანამშრომლობენ საქართველოს სპეცსამსახურებთან - ამაზე გაგვცეს ხელისუფლებამ პასუხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძე გამოეხმაურა მმართველი გუნდის კრიტიკას და ბრალდებებს ოპოზიციის მიმართ და აღნიშნა, რომ „არეულობის მცდელობა და მოქალაქეთა გაბითურების მცდელობა თუ ვინმეს აქვს, ეს "ქართული ოცნებაა“.

ელენე ხოშტარიაზე კი ნუ საუბრობენ, ორ კონკრეტულ კითხვაზე გაგვცენ პასუხი. კერძოდ, ლავროვის ოჯახი თუ ისე შემოვიდა საქართველოში, რომ არავინ იცოდა, სად არის სახელმწიფო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საერთოდ, როგორც სახელმწიფო ვარსებობთ თუ არა, რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ ლავროვი არ ჩამოვა, ან რომელიმე მაღალჩინოსანი რუსეთიდან? ან ხომ არ აქვთ ინფორმაცია, იქნებ აქ იყვნენ „ეფესბეს“ თანამშრომლები რუსეთიდან? წარმოუდგენელია ისეთი მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრები, როგორიც ლავროვია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათზე სანქციებია, ისე დადიოდნენ და მოგზაურობდნენ, რომ მათ უსაფრთხოებას არ იცავდნენ რუსეთის სპეცსამსახურები, ამ შემთხვევაში, გამოდის, რუსეთის სპეცსამსახურები პირდაპირ თანამშრომლობენ საქართველოს სპეცსამსახურებთან, როგორ ხდება რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ, ამაზე უნდა გაგვცეს პასუხი ხელისუფლებამ,“, - განაცხადა წითლიძემ.

მას ასევე ჰკითხეს თაკო ჩარკვიანის მიერ "პალიტრანიუსის" ეთერში გაკეთებული განცხადების შესახებ, რომლის თანახმად, კონსულტაციები მიმდინარეობს და „ერთი დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე“. წითლიძე აცხადებს, რომ მიესალმება ნებისმიერ აქციას, რადგან ხელისუფლებას მხოლოდ გაბრაზებული ხალხის პროტესტი დაახევინებს უკან.

„მე არ ვიცი, რას აცხადებს თაკო ჩარკვიანი, ვიზიარებ, რომ საპროტესტო აქციები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვყავს რუსულო ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება გვყავს. თუ რამის ეშინია ხელისუფლებას, ეს არის გაბრაზებულო ხალხი, ამიტომ ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივესალმები, თუმცა, რა აქციაზე საუბრობს ჩარკვიანი ამ შემთხვევაში, არ ვიცი. ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიულია, რეჟიმებს ცვლიან მათ შორის საპროტესტო აქციებით, ამ რეჟიმს თუ რამე დაახევინებს უკან, დაახევინებს გაბრაზებული მოქალაქეების პროტესტი, როგორიც 7-8 მარტს იყო. როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ უნდა გრძნობდეს, რომ თუ შეეცდება ისევ ძალაუფლების მიტაცებას, ხალხისგან მიიღებს პროტესტს“, - განაცხადა წითლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო