თეა ახვლედიანი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო

„აფხაზეთობის“ დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამნავიანი ბაზილიკის ტაძარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების მოსახსენებლად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ფონდი „კანანელის“ და აფხაზეთის ომის ვეტერანთა ინიციატივით აშენდება.

მათივე ცნობით, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ და წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ტაძრის საძირკველი აკურთხეს და ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის აშენებას საფუძველი სწორედ დღეს ჩაეყარა, როდესაც ჩვენ „აფხაზეთობას“ აღვნიშნავთ. თითოეული ქართველისთვის და განსაკუთრებით აფხაზეთის მკვიდრთათვის დღევანდელი დღე განსაკუთრებული ემოციებით, უთბილესი და ამავდროულად, მეტად მწუხარე მოგონებებითაც არის გაჯერებული, ვინაიდან ჩვენ ერთნი ვართ, ჩვენ საერთო ისტორია, კულტურა და ტრადიციები გვაერთიანებს; ეს ტაძარიც, რომელიც 30 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში პროვოცირებულ და ინსპირირებულ შეიარაღებულ მოქმედებებში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა ხსოვნისთვის შენდება, სწორედ ერთიანობის და შერიგების სიმბოლო გახდება. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ნდობის და მშვიდობის მშენებლობა, შერიგება, განვითარება არის ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში ჩვენი ერთობლივი კეთილდღეობის და უკეთესი მომავლის მიღწევის უალტერნატივო გზა, რასაც ემსახურება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკა,“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „აფხაზეთობის“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ომის ვეტერანები.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თეა ახვლედიანი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო

„აფხაზეთობის“ დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამნავიანი ბაზილიკის ტაძარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების მოსახსენებლად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ფონდი „კანანელის“ და აფხაზეთის ომის ვეტერანთა ინიციატივით აშენდება.

მათივე ცნობით, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ და წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ტაძრის საძირკველი აკურთხეს და ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის აშენებას საფუძველი სწორედ დღეს ჩაეყარა, როდესაც ჩვენ „აფხაზეთობას“ აღვნიშნავთ. თითოეული ქართველისთვის და განსაკუთრებით აფხაზეთის მკვიდრთათვის დღევანდელი დღე განსაკუთრებული ემოციებით, უთბილესი და ამავდროულად, მეტად მწუხარე მოგონებებითაც არის გაჯერებული, ვინაიდან ჩვენ ერთნი ვართ, ჩვენ საერთო ისტორია, კულტურა და ტრადიციები გვაერთიანებს; ეს ტაძარიც, რომელიც 30 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში პროვოცირებულ და ინსპირირებულ შეიარაღებულ მოქმედებებში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა ხსოვნისთვის შენდება, სწორედ ერთიანობის და შერიგების სიმბოლო გახდება. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ნდობის და მშვიდობის მშენებლობა, შერიგება, განვითარება არის ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში ჩვენი ერთობლივი კეთილდღეობის და უკეთესი მომავლის მიღწევის უალტერნატივო გზა, რასაც ემსახურება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკა,“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „აფხაზეთობის“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ომის ვეტერანები.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს