საქართველოს ფერმერთა ასოციაცია JUNIOR TECH ინიციატივის მხარდამჭერია

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია JUNIOR TECH ინიციატივის მხარდამჭერია

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF საქართველოს) მხარდაჭერითა და BTU-ს ინიცირებული პროექტის Junior Tech-ის ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ორ ბენეფიციარს, ბავშვთა და მოზარდთა უნარების განვითარების ინიციატივის ფარგლებში, 1 წლის ვადით სასწავლო კურს დაუფინანსებს.

ინფორმაციის თანახმად, სასწავლო მოდულები კიბერჰიგიენასა და ინტერნეტ უსაფრთხოებას, ციფრული ტექნოლოგიის პრინციპებსა და ციფრული წიგნიერების საბაზისო კურსს მოიცავს.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით Junior Tech-ის სამიზნე ჯგუფებიდან ორ ბავშვს განათლების მიღებაში დავეხმარებით. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია , კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს მხარდაჭერას რათა მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა ტექ განათლებასა და განვითარებისათვის საჭირო რესურსებზე,“- აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ თორიამ.

„Junior Tech-ის სამიზნე ჯგუფები არიან: სოციალურად დაუცველი ბავშვები; შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ბავშვები; სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვები; ბავშვები, რომლებიც ჩართულნი არიან განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.