ვმასპინძლობთ სვანეთს – „ქართული კუთხეების ფესტივალი“ გრძელდება

3 და 4 ივნისს, წისქვილის ეზოს სტუმრები, „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში, ამჯერად სვანეთში იმოგზაურებენ, გაეცნობიან მის კულტურასა და დააგემოვნებენ სვანური სამზარეულოს გამორჩეულ გემოებს. სვანეთი, იმერეთის შემდეგ, მეორე კუთხეა, რომელსაც „წისქვილი ჯგუფი“ ქართველ და უცხოელ სტუმრებს წარუდგენს.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება მოისმენს სვანური ფოლკლორის ავთენტურ ნიმუშებს, რისთვისაც ფესტივალს სვანეთიდან სპეციალურად ესტუმრება ასწლოვანი ანსამბლი „რიჰო“. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისიამოვნონ ანსამბლ „ლალხორის“ გამორჩეული შესრულებითაც.

„ქართული კუთხეების ფესტივალზე“ მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, ღვინის დეგუსტაცია და მასტერკლასები, სადაც მსურველები თავად მოამზადებენ სვანურ კერძებს. ორი დღის განმავლობაში, სტუმრები აღმოაჩენენ არა მხოლოდ ამ კუთხის ავთენტურ გემოებს, არამედ გაეცნობიან მის გასტრონომიულ სიახლეებსაც.

წისქვილის ეზოში მოეწყობა საბავშვო ზონაც, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან აქტივობებში.

„ქართული კუთხეების ფესტივალზე“ პირველი იმერეთი წარსდგა. ინტერესი ძალიან დიდი იყო და გვიხარია, რომ „წისქვილი ჯგუფის“ ახალმა წამოწყებამ გაამართლა. დარწმუნებული ვართ, იმერეთის მსგავსად, სვანეთის დღეებიც გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება სტუმრებისთვის. ამისთვის ფესტივალის ორგანიზატორები, მონაწილეები და მხარდამჭერები ძალისხმევას არ იშურებენ. გელით სვანეთში სამოგზაუროდ და კიდევ ერთი შაბათი-კვირის სასიამოვნოდ გასატარებლად“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ ინიციატივით წელს პირველად ტარდება, თუმცა მას ყოველწლიური ხასიათი მიეცემა და ტრადიციად ჩამოყალიბდება. ღონისძიების მიზანია, საქართველოში მოგზაურობის განსხვავებული გამოცდილება შესთავაზოს ადგილობრივებსა თუ უცხოელ სტუმრებს და ხელი შეუწყოს სხვადასხვა რეგიონის კულტურისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას.

სვანეთის დღეების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ღონისძიების ბმულზე.

ინფორმაციას "წისქვილი ჯგუფი" ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას