ICRC - 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტებისას უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება გრძელდება

ერგნეთში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის მე-18 შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ქართველ, ოს და რუს მონაწილეებს აერთიანებს, 2010 წელს დაარსდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდითა და ტექნიკური მხარდაჭერით, როგორც ჰუმანიტარული პლატფორმა მხარეებს შორის ინფორმაციის გასაცვლელად.

მათივე ცნობით, შეხვედრისას განხილული საკითხები მოიცავდა საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო, 2022 წლის სექტემბრის შეხვედრის შემდეგ განხორციელებულ საქმიანობას.

დისკუსიისას ხაზგასმით აღინიშნა ინფორმაციის მოძიების საჭიროება უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხვედრის დასადგენად და შესაძლო სამარხების შესახებ, ასევე, განხილულ იქნა პროცესთან დაკავშირებული მიმდინარე გამოწვევები.

„საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში წარმოებული დიალოგი მკაცრად ჰუმანიტარული ხასიათისაა. მონაწილეები თანხმდებიან, რომ აუცილებელია გაგრძელდეს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 122 ადამიანის მოძიება. იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო ეფექტიანი და მდგრადი გახდეს, მხარეთა მეტი ჩართულობა მოძიებისა და ამოცნობის პროცესებსა და ოჯახების მხარდაჭერაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“, - განაცხადა კარინა სველფენტმა, ICRC-ის კოორდინატორმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათ ოჯახებთან მუშაობის საკითხებში, რომელიც თავმჯდომარეობდა შეხვედრას.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ბედი ეწია მათ ახლობლებს.

სანდო ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და სავარაუდო სამარხების შესახებ, მათი ხვედრის გარკვევის აუცილებელი წინაპირობაა. ICRC იცავს ნებისმიერი მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას და მას მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისათვის იყენებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის