"ქართული ოცნების“ პროპაგანდა ამორალურია, რადგან საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანას ცდილობს და არწმუნებს, რომ მშვიდობა რუსეთთან არსებობს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან ფასეულობებს ქრისტიანობას და ქართველობას შეეხო.
„ქართულმა ოცნებამ“ ამორალური პროპაგანდა დაიწყო. მოქალაქეებს ეუბნება, თითქოს ევროკავშირის ალტერნატივად, ტერიტორიული მთლიანობა არსებობს, ეს არის ტყუილი. „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან ფასეულობას შეეხო - ამოფარებულია ქრისტიანობას და ქართველობას.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდა ამორალურია, იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანას ცდილობს და არწმუნებს, რომ მშვიდობა რუსეთთან არსებობს. არ არსებობს მშვიდობა რუსეთთან! ასე ვიცნობთ ჩვენ რუსეთს. მშვიდობა თუკი შესაძლებელია, ეს არის ჩვენს მეგობრებთან ერთად. რუსეთთან მარტო თუ დავრჩებით, მშვიდი ცხოვრება ვერ გვექნება. არ არსებობს მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული მომავლის გარეშე“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
მისივე თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოუწევს, იქნება რთული და პარადოქსული.
„საქართველოს ხელისუფლებამ, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, ძალიან გაამძაფრა ანტიდასავლური პოლიტიკა. კონტექსტშია პრობლემა, თორემ 3-5 წლის წინ, რომ მომხდარიყო ფრენების აღდგენა, ამ თემაზე არც კი ვიმსჯელებდით.
პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირს რამდენიმე თვეში მოუწევს მიიღოს, იქნება რთული და პარადოქსული“,- განაცხადა ბუჩუკურმა.