აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი - პრემიერმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის უზრუნველყოფაზე

იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად დაემატა. დადგენილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობლის, მაკუნა გოჩიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის განკარგულება ნიშნავს, რომ სახელმწიფო აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებზე პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას იღებს, რაც წამლის გარდა, სხვა ყველა საჭირო პროცედურასა თუ თერაპიას გულისხმობს.

„ბევრმა მომწერა და მკითხა, ნიშნავს თუ არა პრემიერის ხელმოწერა იმას, რომ წამალი „დაიდოო“.

პრემიერმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის უზრუნველყოფაზე. ეს გულისხმობს წამლის გარდა სხვა, ყველა საჭირო პროცედურასა თუ თერაპიას. აქამდე აქონდროპლაზია არ შედიოდა ამ სიაში სხვა იშვიათი დაავადებებისგან განსხვავებით.

წამალი „დაიდება“, როცა პროტოკოლი დასრულდება მაისის ბოლოს და შემდეგ ოფიციალურად დამტკიცდება რამდენიმე დღეში. პროტოკოლის ჩონჩხი კი მზად აქვთ და წინა საბჭოზე გავეცანით. მის საბოლოო ვერსიას უკვე შემდეგ საბჭოზე გავეცნობით და „დაგააფდეითებთ“, რამდენად მისაღები იქნება ჩვენთვის. იქიდან გამომდინარე, რაც შიდა საუბრებში ჟღერდება, არ გვაქვს იმის საფუძველი, ვიეჭვოთ, რომ პროტოკოლში „ვოსორიტიდს“ არ გაითვალისწინებენ, მაგრამ მაინც დაველოდოთ პროტოკოლს,“ - წერს მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს