დავით ჭიჭინაძე - მაშინ, როდესაც მთავარი მიზანი ხალხის გამდიდრება და ყველაფრის ხელმისაწვდომობა უნდა იყოს, იმ ფულით, რომელიც წესით ეკონომიკას უნდა მოხმარდეს, მევახშეები სარგებლობენ

მაშინ, როდესაც მთავარი მიზანი ხალხის გამდიდრება და ყველაფრის ხელმისაწვდომობა უნდა იყოს, იმ ფულით, რომელიც წესით ეკონომიკას უნდა მოხმარდეს, მევახშეები სარგებლობენ. მოკლედ, „ოცნებამ“ ერის განადგურება დაიწყო, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი ქურდობა საქართველოში ბანკების მიერ ხდება და ეს არავის აინტერესებს.

„ინფლაცია ნიშნავს ქურდობას. ქურდობა კი კანონით ისჯება, თუმცა, როგორც ჩანს, არა საქართველოში, რადგან, ყველაზე დიდი ქურდობა ბანკების მიერ ხდება და ეს არავის აინტერესებს. მხოლოდ ბანკირების შემოსავალი იზრდება, ხალხი კი დღითიდღე ღარიბდება და იმიტომ. თან ჩვენთან ფულს კატასტროფული ფასი აქვს. გაძვირებული ფულით კი, ინფლაციის გაჩერება წარმოუდგენელია, რაც თავის მხრივ, ეკონომიკის გაჩერებას იწვევს. აი, ამ ყველაფერს გვიმტკიცებს ღარიბაშვილი უკუღმა.

და მაშინ, როდესაც მთავარი მიზანი ხალხის გამდიდრება და ყველაფრის ხელმისაწვდომობა უნდა იყოს, იმ ფულით, რომელიც წესით ეკონომიკას უნდა მოხმარდეს, მევახშეები სარგებლობენ. მოკლედ, „ოცნებამ“ ერის განადგურება დაიწყო, რადგან, ღარიბ-ღატაკ ქვეყანას რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, ის ხალხს ვერ შეინარჩუნებს,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო