უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შექმნილი ხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ისტვან ნაგი და უნგრული დელეგაციის წევრები შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ საწარმოში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმილი საწარმოს ინფრასტრუქტურას და ხილის გადამუშავების მიმდინარე პროცესს უნგრელი მინისტრი და დელეგაციის წევრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად გაეცნენ.

„მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ხილის გადამმუშავებელი საწარმო „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითაა შექმნილი. საწარმოში ჯამურად 1,7 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული, მათ შორის, სახელმწიფო თანადაფინანსება 500,000 ლარი, ხოლო 500,000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

კომპანია სხვადასხვა სახეობის ხილის ჩირს აწარმოებს, რისთვისაც ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია საექსპორტოა და გერმანიაში, ბელგიასა და ჰოლანდიაში იყიდება.

უნგრული დელეგაციის წევრები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძესთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთშიც იმყოფებოდნენ, სადაც მეფუტკრე ფერმერ ვლადიმერ ვარდოსანიძის მეურნეობაში ფუტკრის რძის წარმოების პროცესს გაეცნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში