თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა

„თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა.

ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსი BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით ჩატარდა.

„ფინალში სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც საქართველოს სახელით აშშ-ში, კერძოდ, ფლორიდაში, Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვლენ.

რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის Adobe-ის სერტიფიცირება 30-მა ახალგაზრდა დიზაინერმა გაიარა. მონაწილეებს, შეჯიბრისთვის მიეცათ დავალება, რომლის მიხედვითაც პრინტ ნამუშევრები შეასრულეს თემაზე - „ჰაერის დაბინძურება - საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის“.

ნამუშევრები, ჟიურის წევრებმა, რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა და 3 საუკეთესო გამოავლინა: მარიამ ბაღათურია, ლიზი ნოზაძე, ალექსანდრე ხალვაში.

კონკურსისთვის სპეციალურად შეირჩა ჟიურის წევრები: გიგი ჯანელიძე - „თიბისის“ დიზაინ ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი, დავით კუპატაძე - „სილქროუდ ჯგუფის“ არტ დირექტორი და ბეკი ფანცხავა - მარკეტინგის და კომუნიკაციების სპეციალისტი, BTU-ს მოწვეული ლექტორი.

Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა.

პროექტის გენერალური მხარდამჭერია „თიბისი“.

პროექტის პარტნიორები არიან GITA, ACAG, Marketer. პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორია Lenovo“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს