ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კავკასიაში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კირსტი ნარინენს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კავკასიაში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კირსტი ნარინენს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვის, მათ შორის, წყლის რესურსების მდგრადი მართვის და სოფლის მეურნეობის, კერძოდ, ღვინის ექსპორტის მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ბოლო წლებში, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველომ არაერთი რეფორმის განხორციელება დაიწყო; მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის შემუშავება. აღნიშნული კანონის მიღების შემდგომ, დაინერგება მთელი რიგი ახალი სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის სისტემას გააუმჯობესებს. რეფორმები, ახალი რეგულაციები და სტანდარტები შესაბამის ადამიანურ რესურსს - დარგის სპეციალისტებს და ექსპერტებს მოითხოვს, რაც საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შესაბამისად, აღნიშნულ პროცესში დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნის, ფინეთის მხარდაჭერა და ექსპერტული დახმარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა აღნიშნა, ფინეთში გარემოსდაცვითი მიმართულებით რეფორმების აქტიური განხორციელება გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო.

„ფინეთში წყლის რესურსების მდგრადი მართვა მაღალ დონეზეა განვითარებული. შემუშავებულია საერთაშორისო წყლის სტრატეგია, რომელსაც ეყრდნობა ფინეთის „წყლის დიპლომატიის“ კონცეფცია, რაც CROSSWATER (საზღვრისპირა ზონებში ინტეგრირებული წყლის მართვის სისტემა) სისტემის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს გავუზიაროთ გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა ამ მიმართულებით“, - განაცხადა კირსტი ნარინენმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის ექსპორტის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.

მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ ფინეთში, ყოველწლიურად, იმართება ღვინისა და სურსათის მიმართულების მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი პლატფორმა პარტნიორების მოძიებისა და ფინეთის ბაზარზე ექსპორტისთვის.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი