Fitch Ratings-მა „თიბისი“ ლიზინგის საკრედიტო რეიტინგი „BB“-მდე, სტაბილური პერსპექტივით გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, Fitch Ratings-მა “თიბისი” ლიზინგის საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე, სტაბილური პერსპექტივით გააუმჯობესა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, Fitch Rating-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ცვლილება მიღწეულია რამდენიმე გარემოებით, მათ შორის: გაუმჯობესებული ფინანსური შედეგებით, აქტივების ხარისხით, მომგებიანობით და ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის განსაკუთრებული სიძლიერით.

რეიტინგის გაუმჯობესება კომპანიის გაზრდილ ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის.

„მოხარულები ვართ, რომ „თიბისი“ ლიზინგის ფინანსური შედეგებით განსაკუთრებით წარმატებული 2022 წელი დადებითად აისახა საკრედიტო რეიტინგზე და Fitch-მა აღნიშნული პარამეტრი „BB-“-დან „BB“-მდე გაგვიუმჯობესა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის წლებია ყველაზე მაღალ საკრედიტო რეიტინგის ვინარჩუნებთ, საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასახავს „თიბისი“ ლიზინგის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის ფინანსურ მდგრადობას და განვითარების პერსპექტივებს,“ - განაცხადა „თიბისი“ ლიზინგის ფინანსური დირექტორმა, ნუგზარ ლოლაძემ.

„თიბისი“ ლიზინგი, როგორც მოწინავე სალიზინგო კომპანია საქართველოს ბაზარზე 20 წელია საქმიანობს და ამ ეტაპზე სალიზინგო ბაზრის 82%-ს იკავებს. 2022 წლის ბოლოს მდგომარეობით, კომპანია 338 მილიონი ლარის მოცულობის პორტფელს მართავდა, რომელიც დივერსიფიცირებულია საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა