თბილისის მერია ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამას განაგრძობს

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ამჯერად, ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩის N18-ში მდებარე ავარიული კორპუსი ჩანაცვლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 40-მდე პროექტი განიხილება.

„ავარიული სახლების ჩანაცვლება მტკივნეული საკითხია, რადგან ბევრი ასეთი შენობა გვაქვს. თბილისის მერია წლების განმავლობაში აღნიშნული შენობების გამაგრებას უზრუნველყოფდა, შედეგ კი დავიწყეთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და ახალი კორპუსების აშენებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩა #18-ში მდებარე სამსართულიანი კორპუსის ჩანაცვლების საკითხზე, მოსახლეობასთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.

„ეს მაღალი კატეგორიის ავარიული შენობაა. აქ 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. ისინი უკვე ქირით გვყავს გაყვანილი. პროექტი შეთანხმებულია, ყველანაირი კვლევა ჩატარებულია. აღნიშნული კორპუსის ნაცვლად, თანამედროვე საცხოვრებელი სახლი აშენდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, დედაქალაქში არსებული ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება-რეაბილიტაციაც გაგრძელდება.

„ქალაქში ბევრია ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას, თუმცა ეს არ არის საკმარისი. პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მსგავსი შენობა-ნაგებობების განახლებას, ბიზნეს სექტორს აძლევს საშუალებას, მათი ჩართულობით მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. ამ მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმ კომპანიებს, რომლებიც მოვლენ აღნიშნული შენობების განახლების კონკრეტული წინადადებით, სხვა უბანში, რომელიც არ არის ძველი თბილისის ნაწილი, მივცეთ კოეფიციენტის გადამეტების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა