სად შევიძინოთ საცურაო აუზები იაფად? (R)

ზაფხულამდე ცოტა დრო რჩება და აგარაკისთვის საცურაო აუზების შეძენა განსაკუთრებულად აქტუალურია. თუ ოჯახისთვის დაუვიწყარი მოგონებების შექმნას გეგმავთ, მაშინ თადარიგის დაჭერას ახლავე გირჩევთ, რათა ხელსაყრელი პირობებით ცხელ სეზონამდე ისარგებლოთ. Liloshop-ზე კარკასული და საბავშვო აუზების დიდი არჩევანია.

როგორ შევარჩიოთ საცურაო აუზი სწორად?

საცურაო აუზის შერჩევამდე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი მახასიათებლები, რათა აღჭურვილობის გამოყენება მიზნობრივად და უსაფრთხოდ შეძლოთ.

ზომა - პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ საცურაო აუზის ზომას. თუ აუზს დიდი ოჯახისთვის იძენთ, 6-7 ადამიანზე გათვლილი, კოროზიამედეგი, მოდელი აირჩიეთ, რათა მოცურავეებმა აუზში თავისუფლად გადაადგილება, ერთმანეთის დაზიანების გარეშე, შეძლონ. ამასთან, 8 წლამდე ბავშვებისთის 3 მეტრამდე სიღრმის აუზის შეძენაა რეკომენდებული, რათა მცირეწლოვნების სიცოცხლისთვის აღჭურვილობა საფრთხეს არ წარმოადგენდეს. ლილოშოპზე საბავშვო საცურაო აუზების ფასები 22 ლარიდან იწყება. პროდუქციის ღირებულება მის მოცულობასა და მახასიათებლებზეა დამოკიდებული.

უსაფრთხოება - აუზის შეძენისას აუცილებელი ფაქტორია შესაძლო ტრავმების გათვალისწინებაც. თუ აუზს გაბერილი ფსკერით შეიძენთ, ბავშვები და ზრდასრულები დაცემის შემთხვევაში ტრავმისგან დაცულნი იქნებიან. შესაბამისად, სწორი მოდელის შერჩევით აუზის უსაფრთხო გამოყენება გარანტირებულია.

აღჭურვილობა - პროდუქტის შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ტექნიკური მახასიათებლები, მაგალითად, ფილტრაციის სისტემა, რაც წყლის სისუფთავეს განაპირობებს. ამ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე შერჩეული პროდუქტი შესაძლოა თქვენთვის მოუხერხებელი და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველიც კი აღმოჩნდეს.

აუზის ტიპი - აუზის შეძენამდე გაითვალისწინეთ მისი ტიპიც. როგორც ცნობილია, გასაბერი და კარკასული აუზების დემონტაჟი და ტრანსპორტირება მარტივია, ის არ მოითხოვს სპეციალისტის ჩართულობას და არ ხასიათდება რთული კონსტრუქციით. მსგავსი ტიპის მოდელების აწყობასაც დამოუკიდებლად შეძლებთ და ის თქვენს სივრცეში ნაკლებ ადგილს დაიკავებს.

ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები და შეძენამდე აუზის ოპტიმალური მოდელი აირჩიოთ.

Liloshop-ის საცურაო აუზების ასორტიმენტი

დღესდღეობით, ონლაინ სასურველი პროდუქტის შეძენა მიღებული პრაქტიკაა. ამ გზით თქვენ ზოგავთ დროს და შენაძენს თქვენივე მისამართზე იღებთ. ონლაინ შეძენა საკმაოდ მარტივი და კომფორტული პროცესია, აირჩევთ პროდუქტს, თანხას გადაიხდით ეროვნული ვალუტის მეშვეობით და სასურველ პროდუქტს კურიერი ადგილზე მოგიტანთ. თუ ზაფხულისთვის მზადებას დაუყოვნებლივ გეგმავთ ლილოშოპზე საცურაო აუზების ფართო ასორტიმენტი დაათვალიერეთ, სადაც წარმოდგენილია კარკასული და გასაბერი აუზები ფილტრით და ფილტრის გარეშე. პროდუქცია სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი და მისი შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. ლილოშოპზე ბიუჯეტური საცურაო აუზების მრავალფეროვანი არჩევანია, რაც გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ. რაც მთავარია, პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მომხმარებლების მრავალფეროვან მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ცურვა ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისითვის ძალიან სასარგებლოა და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო