შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 4 ერთეული სპეციალური ავტო-ტექნიკა შეემატა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს 3 ერთეული სამაშველო მანქანა პოლონეთის სახელმწიფო სახანძრო სამსახურმა გადასცა.
„ერთი თანამედროვე „მაგირუსის“ ფირმის სახანძრო ავტო-ცისტერნა კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა.
სახანძრო-სამაშველო ავტო-ტექნიკა ქართველ მეხანძრე-მაშველებს გადაეცემათ, რაც გაზრდის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და ავტოპარკის განახლების პროცესს. დაგეგმილია აღჭურვილობისა და სპეცტექნიკის, ასევე ინფრასტრუქტურის განახლების არაერთი პროექტი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.